#მოამბე 21 საათზე, 8 ივლისი, 2021 #LIVE

08.07.2021 01:10:10

• საქართველოში ინდური შტამით ჩვილის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - აფხაზეთიდან გადმოყვანილი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა; მართვით სუნთქვაზე კიდევ ორი ახალშობილი იმყოფება; კვირაზე მეტია, ქვეყნის ეპიდ-ვითარება უარესდება, გადატვირთულია ჰოსპიტალური სექტორი

• ჟურნალისტების მიმართ ძალადობაში ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა, კიდევ ოთხ პირზე კი სასამართლო ხვალ იმსჯელებს - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ; შს მინისტრმა პრეზიდენტის შეკითხვებს უპასუხა

• საქართველო საერთაშორისო მისიებში - ავღანეთიდან გერმანელი სამხედროების დაბრუნების პროცესში მთავარი სატრანზიტო ჰაბი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იყო; პარტნიორი ქვეყანა საქართველოს სანდო პარტნიორს უწოდებს

• 2012 წლის ციხის კადრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილი და დავით ჭაკუა სასამართლომ დამნაშავედ ცნო - საქმის დეტალები და ცხრა წლის შემდეგ დამდგარი განაჩენი

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi