#მოამბე 21 საათზე, 30 ივნისი, 2021 #LIVE

30.06.2021 01:13:35

• „მოამბის“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა და გზავნილები რუსეთის მისამართით - აპატურაი აცხადებს, რომ საქართველო ალიანსის ყველაზე აქტიური პარტნიორია, თუმცა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საჭიროა სტრატეგიული მოთმინება

• თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა - მიზეზად პირადი გადაწყვეტილება სახელდება; პოლიტიკური სპექტრი ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადება და აცხადებს, რომ არჩევანი კონსენსუსის საფუძველზე უნდა გაკეთდეს

• ახალი სკოლის კონცეფცია და სასკოლო საზოგადოების შენიშვნები - განათლების სექტორში მომუშავე ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, რა კვლევების საფუძველზე დაიწყო პროექტი და რა შედეგზეა გასული

• ხვალ, დილის 8 საათზე ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება - ქვეყნის მასშტაბით, 25 საგამოცდო ცენტრი რეგულაციების დაცვით იმუშავებს; გამოცდების პერიოდში, თბილისში დამატებითი ავტობუსები დაინიშნება

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub