#მოამბე 22 საათზე, 29 ივნისი, 2021 #LIVE

29.06.2021 30:45

ეპიდვითარება საგანგაშო ხდება / ჟენევის მოლაპარაკებები და ქართული დელეგაციის მოლოდინი #LIVE • 1194 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 22 ფაქტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში - სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ინფიცირების ტემპის მატება, ვირუსის შედარებით მძიმე მიმდინარეობა და ლეტალობის მაჩვენებლის ზრდა ინდურ შტამს უკავშირდებოდეს • ჟენევის მოლაპარაკებების 53-ე რაუნდზე საქართველოს წარმომადგენლობა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლებას მოითხოვს - შეხვედრები მოლაპარაკებების ფარგლებში, განსახილველი საკითხები და ქართული დელეგაციის მოლოდინი • ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლება შავ ზღვაში და რუსეთის მწვავე რეაქცია - „სი ბრიზ 2021“-ში 30 ქვეყანას შორის საქართველოც ერთვება. რუსეთი საკუთარი სამხედრო ძლიერების დემონსტრირებას ცდილობს, აშშ კი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზღვაო წყლები ყველასთვის ღიაა • მოსამართლეობის კანდიდატთა საკითხის განხილვა ხმაურის ფონზე და კელი დეგნანის გზავნილები - მმართველი გუნდი პროცესის შეჩერებას არ აპირებს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ წარდგენილი მოსამართლეების დანიშვნის შემთხვევაში მმართველ გუნდს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: