#მოამბე 21 საათზე, 28 ივლისი, 2021 #LIVE

28.07.2021 01:20:35

• პირველი ოლიმპიური ოქრო ტოკიოს ოლიმპიადაზე - ლაშა ბექაურმა საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა; საქართველოს ჰიმნი, ჩემპიონის მიმართვა გულშემატკივრებს და ემოციური კადრები იაპონიის დედაქალაქიდან

• უკიდურესად გართულებული ეპიდ-ვითარება და ინფიცირების შემაშფოთებელი სტატისტიკა ბოლო კვირის განმავლობაში - შემთხვევების 10 % ბავშვებზე მოდის; ჯანდაცვის სექტორი სრულ მობილიზებაზე გადადის

• შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერიდან ასი დღის შემდეგ, მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებს მიბმული რიგგარეშე არჩევნების ვალდებულებაზე უარს ამბობს - ოპოზიცია უმრავლესობის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლობად აფასებს; ანულირებული შეთანხმება და პოლიტიკური შეფასებები

• დღეიდან ძალაში შედის „სამშენებლო ამნისტიის შესახებ კანონი“, რომელიც თბილისის მასშტაბით ათასზე მეტ ობიექტს და ათიათასობით ადამიანს შეეხება - შენობის ექსპლუატაციაში მიღების პირობები და დარღვევები, რომელიც მშენებლებს ეპატიება

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine