#მოამბე 21 საათზე, 16 ივლისი, 2021 #LIVE

16.07.2021

• აშშ-ის მწვავე გზავნილი ხელისუფლებას და პოლიტიკური შეფასებები - სახელმწიფო დეპარტამენტი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დამტკიცებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება • საგამოძიებო მოქმედებები 5 ივლისის საქმეზე და ჩხრეკა ძალადობრივი აქციის ორგანიზატორთა სახლებში - საგამოძიებო უწყებებში გადაყვანილი პირები მიმდინარე პროცესს საერთაშორისო ზეწოლას უკავშირებენ; მედია პლატფორმა „ალტ-ინფოს“ დაფინანსების წყაროს დადგენას ითხოვს • უკიდურესად გართულებული ეპიდვითარება და კორონავირუსით გარდაცვლილი 21 დღის ჩვილი - ექიმები ორი ახალშობილის გადარჩენას ცდილობენ; სპეციალისტები აცხადებენ, რომ „დელტა“ ვარიანტი წლამდე ასაკის ბავშვების ჯანმრთელობას განსაკუთრებით აზიანებს • გერმანიის კანცლერის ვიზიტი აშშ-ში და გზავნილები ვაშინგტონიდან - მერკელი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას გაზის ტრანზიტულ ქვეყნად განიხილავს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გარემოება არ შეიცვალოს, ბაიდენი კი ნატოელ მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის აგრესიისგან დაცვას ჰპირდება ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: