ჭყონდიდელის რეაბილიტაცია დასრულდა


სენაკის მუნიციპალიტეტში ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური გზის - ჭყონდიდელის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. 30 სექტემბერს ახლადრეაბილიტირებული ქალაქის ერთ-ერთი შემოსასვლელი ქუჩა საზეიმოდ გაიხსნა. გახსნას ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს წევრები, გამგეობის სამსახურების წარმომადგენლები და ქალაქის საზოგადოება. პროექტი წარმოადგენს ქალაქის აღმოსავლეთის კომპლექსური განვითარების ნაწილს, რომლის ფარგლებში უკვე განხორციელდა ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, აღდგენილ იქნა შემოსასვლელი ესტაკადა, ჭყონდიდელის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით განხორციელდა ასფალოტობეტონის საფარის დაგება, ტროტუარების, ბორდიურების, დეკორატიული ღობეებისა და პანდუსების მოწყობა, ხუთი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია, მოეწყო ახალი სკვერი, სანიაღვრე არხები და გარე განათების ქსელი, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუჩაზე არსებულ საინფორმაციო ბანერს. პროექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 712 713 ლარი. დასაქმდა 250 ადამიანი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ამ ქუჩაზე პირველად განხორციელდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოჩა დგებუაძეს თქმით - რეაბილიტაციის შედაგად ჭყონდიდელის ქუჩამ თვისობრივად ახალი დატვირთვა და განახლებული იერი შეიძინა. მისივე თქმით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად ქალაქს ფაქტიურად ახალი უბანი შეემატა. რეაბილიტირებული ქუჩის გახსნა სენაკის ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების, მუნიციპალიტეტის ზოგადასგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებისა და სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელთა მონაწილეობით საზეიმო კონცერტით აღინიშნა. აქვე მოეწყო სპორტული ღონისძიებები.
   / senakisgamgeoba  
https://plus.google.com/u/0/110380087...
https://www.facebook.com/senakis.gamg...
http://www.senaki.ge/

ვიდეოები „Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია"-ისგან