05/08/2015

08/06/2015

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. ამჟამად შიდა ეზოების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს კოსტავას და სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩებზე.
რუსთავის მერმა კოსტავას ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტზეც ისაუბრა, რომელის განხორციელებაც, მომავალი წლიდან დაიწყება.
სამუშაოები დაწყებულია ჭყონდიდელის დასახლებაშიც, სადაც ამ ეტაპზე გოგოლის ქუჩის რეაბილიტაცია ხდება. დასრულდა საცხოვრებელი კორპუსის აღდგენით-გამაგრებითი სამუშაოები რჩეულიშვილის ქუჩის ‪#‎6ა‬-ში. აღნიშნული კორპუსი ავარიული მდგომარეობაში იყო. მისი შეკეთება, ამ ეტაპზე, სატესტო ხასიათს ატარებს. იმ შემთხვევაში, თუ პროექტმა გაამართლა, ანალოგიური სამუშაოები დაიწყება ამავე უბანში მდებარე #21 საცხოვრებელ სახლშიც.