21/06/2017
☑,,მერების შეთანხმების’’ ოფიციალური მხარდამჭერი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ ორგანიზებითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, რუსთავის მერიის საკონფერენციო დარბაზში, ,,მდგრადი ენერგეტიკის დღის’’ ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის - „ენერგოაუდიტორების ტრეინინგი და სერტიფიცირება და შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია“ პრეზენტაცია მოეწყო. პროექტის მიზანი და დაგეგმილი აქტივობები, ღონისძიების მონაწილეებს, ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა, გიორგი აბულაშვილმა და პროექტის პარტნიორი ავსტრიული კომპანიის - ,,ალლპლანი’’ წარმომადგენლებმა, ჰელმუტ ბიორგერმა და დოინა კალოიანუმ გააცნეს. ღონისძიების ფარგლებში, თემაზე „ენერგომენეჯმენტი საზოგადოებრივ შენობებში“. საინფორმაციო სემინარიც ჩატარდა. შეხვედრას რუსთავის მერი დავით ჯიქია, მერის მოადგილეები: ნოდარ შეროზია და დავით ლობჟანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ლომიძე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ ხელმძღვანელი მერაბ სულაბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატები- ელზა ლეკვეიშვილი, მარლენ ლაბაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის მიზანია საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი, ახალციხე და ბოლნისი) მდებარე საზოგადოებრივ (როგორც მუნიციპალური ასევე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების საკუთრებაში მყოფი) შენობებში ენერგოდამზოგი ღონისძიებების შესახებ ცნობიერების ამაღლება. პროექტისთვის, რუსთავში 12 საზოგადოებრივი შენობა (5 საბავშვო ბაღი, 5 საჯარო სკოლა, 2 საზოგადოებრივი შენობა) შეირჩა. კამპანიის განხორციელების პერიოდში, შენობების მოსარგებლეებს სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემათ. ენერგომენეჯმენტის საკითხებზე, საზოგადოებრივ შენობებში, მენეჯერებისა და ენერგომენეჯმენტზე პასუხისმგებელი პერსონალისთვის გაიმართება საინფორმაციო სემინარებიც. პროექტს, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებითა და ჩრდილოეთის ქვეყნების გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის (NEFCO) მხარდაჭერით, „ენეგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“ და კომპანია „ალლპლანი“ (ALLPLAN) ახორციელებენ. #ქვემოქართლი2017 #რუსთავი2017
მსგავსი ვიდეოები
21 06 2017 იმედი ქრონიკა 17 00
მასწავლებლის სახლი / Teacher House
21.06.2017 რუსთავის #8 საბავშვო ბაღში სასწავლო წლის დასრულებ...
RUSTAVI.GOV.GE
21.06.2017 17ე ბაგა-ბაღი
Lasha Muradashvili
ქალების ნარატივი (21.06.2017)
TV Pirveli
"შემოქმედის" გადაღება დაიწყო (21.06.2017)
ერმალო მაღრაძის მოყვარულთა არხი
კოლხის კოლხური ლექსი (21.06.2017)
Radio Atinati
საქმიანი დილა (21.06.2017)
TV Pirveli
სპექტაკლი "დაგვიანებული ჩაი" – გადაცემა "სცენა" (21.06.2017)
ARTPIONEER