სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

31.10.2015 01:04:49

30 ოქტომბერს, სასტუმრო ,,ვერსალში’’, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე 2015 წლის ანგარიშით წარდგა საზოგადოების წინაშე. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები. მუნიციპალიტეტის გამგებელი თავის მოხსენებაში შეეხო მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებს: მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროგრამებს, კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს ფორმირებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტებს, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი კულტურული და სპორტული პროექტის განხორციელებას. ეს პროექტები საზოგადოების აქტიური ჩართულობით და გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რაც ჩვენი საქმიანობის უმთავრესი პრინციპია. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების საინფორმაციო უზრუნველყოფა ჩვენი საქმიანობის ყველა ეტაპზე’’ - აღნიშნა თავის გამოსვლაში მუნიციპალიტეტის გამგებელმა. საზოგადოების წინაშე ანგარიშებით წარდგნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატო ხუბუა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი და განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ვასილ ბესელია. მოხსენებების შემდგომ გაიმართა გასული წლის ,,ეგრისობის’’ ამსახველი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება. ➤სენაკში ჭყონდიდელის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა    • სენაკში ჭყონდიდელის ქუჩის რეაბილიტაცი...      / senakisgamgeoba   https://plus.google.com/u/0/110380087... https://www.facebook.com/senakis.gamg... http://www.senaki.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
02:15

მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა დგებუაძის 2015 წლის შემაჯამებელი ინტერვიუ
38:10

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა დგებუაძის 2015 წლის შ...

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

ვალერიან შიუკაშვილი სენაკელ შემსრულებელ კესო ლეფსაიას შესახებ
01:19

ვალერიან შიუკაშვილი სენაკელ შემსრულებელ კესო ლეფსაიას შესახე...

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ რეგიონული ტური სენაკში
02:11:24

მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ რეგიონული ტური სენაკში

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

სენაკში მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა
01:17:48

სენაკში მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

მიმდინარეობს ,,მიკოტახილის'' რეაბილიტაცია
02:40

მიმდინარეობს ,,მიკოტახილის'' რეაბილიტაცია

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

ტურისტული ობიექტების დასუფთავების პროცესი სენაკში
01:21

ტურისტული ობიექტების დასუფთავების პროცესი სენაკში

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

ჭყონდიდელის რეაბილიტაცია დასრულდა
03:51

ჭყონდიდელის რეაბილიტაცია დასრულდა

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

ყველა ვიდეო