მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ რეგიონული ტური სენაკში
სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ ,,ეტალონის” სამეგრელო-ზემო სვანეთის ინტელექტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი-2016”-ის რეგიონული შესარჩევი ტური გაიმართა, რომელშიც სენაკის საჯარო და კერძო სკოლების 14 მოსწავლე მონაწილეობდა. კონკურსი მიჰყავდა მედიაპროექტ ,ეტალონის’’ ავტორსა და წამყვანს გოჩა ტყეშელაშვილს. შესარჩევ ტურში საუკეთესო შედეგი კერძო სკოლა ,,პელაგონის’’ მოსწავლემ გიორგი გოგიამ აჩვენა. შემეცნებით-ინტელექტუალურ ასპარეზობას სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია ესწრებოდნენ. კონკურსის მსვლელობა მუსიკალური და მხატვრული კითხვის ნომრებით იყო გაფორმებული, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი ანსამბლები, შემსრულებლები და მოსწავლეები ღებულობდნენ. კონკურსის მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავამ. მათ შესარჩევ ტურში გამარჯვებულ მოწაფეს გადასცეს ფასიანი საჩუქრები. კონკურსს ორგანიზაციულ მხარდაჭერას უწევდა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად. პროექტში ჩართულია სამეგრელო-ზემო მუნიციპალიტეტების 200 საჯარო და კერძო სკოლა. გამოვლენილი გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ ,,საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატი-,,ეტალონი 2016”-ის ფინალურ თამაშში, რომელიც 2016 წლის 21 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში გაიმართება. პროექტს ახორციელებს საქართველოს მთავრობა (რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. / senakisgamgeoba https://plus.google.com/u/0/110380087... https://www.facebook.com/senakis.gamg... http://www.senaki.ge/
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია-ის სხვა ვიდეოები
00:47
როგორი იქნება ქალაქის ცენტრალური მოედანი
02:54:17
კოლხური ტრიოს საიუბილეო კონცერტი
01:11:24
სახელგანთქმული აკორდეონისტი - მანუელა მარია გლოკი...
01:13:09
ცნობილი ალტისტი გიორგი ცაგარელი სენაკში
01:01:04
საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტი...
01:31:07
აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნ...
02:07
სენაკში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლეს...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ეტალონი 2016 - ღონი...
ეტალონი ᛫ Etaloni
მედიაპროექტ “ეტალონის” ეგიდით კავკასიის საერთაშორისო უნივერს...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მედიაპროექტ "ეტალონის" ტურნე ქუთაისში
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
გუბერნატორმა მარნეულელი წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვა
Municipality of Marneuli
მედიაპროექტი "ეტალონი" ბოლნისში
Bolneli Tv
მედიაპროექტი ,,ეტალონი’’ დუშეთში
Dusheti Municipality
მსჯავრდებულებისთვის მედიაპროექტი „ეტალონი" გაიმართა
სპეციალური პენიტენციური სამსახური
დები ნაყეურები - ხევისბერი | ეროვნული მედიაპროექტი "ეტალონი"
AraGviani