საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტი სენაკში
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, დღეს, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტი გაიმართა. მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ აუთენტურ ინსტრუმენტებზე აუთენტური მანერით შესრულებულ ბაროკოს ეპოქის მუსიკას. ბაროკოს მუსიკა დაახლოებით 1600-1750 წლების ევროპული კლასიკური მუსიკის სტილს წარმოადგენს. ამ სტილის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ვივალდი, ბახი და ჰენდელი. საღამოზე შესრულდა ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორთა ნაწარმოებები იმ პერიოდისათვის არსებული საკრავებით, რამაც სრულიად ახლებურად წარმოაჩინა ის მუსიკა, რომელიც მსმენელისთვის მეტნაკლებად ცნობილია. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ ერთადერთი ძველი მუსიკის აკადემიური ანსამბლია რეგიონში, რომელმაც უკვე არაერთხელ მიიპყრო მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ყურადღება. კონცერტში ორკესტრთან ერთად მონაწილეობას კონტრტენორი მიხეილ აბრამიშვილი ღებულობდა. საღამოს ესწრებოდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა და გამგებლის მოადგილე ნატო ფულარია. ➤ / senakisgamgeoba ➤https://plus.google.com/u/2/b/1103800... ➤ https://www.facebook.com/SenakiMunici... ➤ http://www.senaki.ge/
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია-ის სხვა ვიდეოები
02:11:24
მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ რეგიონული ტური სენაკში
00:47
როგორი იქნება ქალაქის ცენტრალური მოედანი
02:54:17
კოლხური ტრიოს საიუბილეო კონცერტი
01:11:24
სახელგანთქმული აკორდეონისტი - მანუელა მარია გლოკი...
01:13:09
ცნობილი ალტისტი გიორგი ცაგარელი სენაკში
01:31:07
აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნ...
02:07
სენაკში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლეს...
მსგავსი ვიდეოები
„შემოდგომის თბილისის“ გახსნამდე ერთი დღე რჩება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კამერული მუსიკის კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
culturegovge culturegovge
კამერული მუსიკის კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
culturegovge culturegovge
კამერული მუსიკის კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
culturegovge culturegovge
კამერული მუსიკის კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
culturegovge culturegovge
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალური ფესტ...
culturegovge culturegovge
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016
culturegovge culturegovge
თელავის მუსიკალური ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster