კამერული მუსიკის კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
26 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში, ქალაქ ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრისა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას" მონაწილეობით კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართა. კონცერტს, რომელსაც მაესტრო არიელ ცუკერმანმა უდირიჟორა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი დაესწრნენ. საღამოზე შესრულდა დ.შოსტაკოვიჩის, ს.ნასიძის და ვ.ა.მოცარტის ნაწარმოებები. პროექტი ემსახურება ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. მნიშვნელოვანია, რომ ქ. ინგოლშტატის კამერული ორკესტრის მუსიკოსები საქართველოდან ემიგრირებული პროფესინალები არიან, რომლებიც უკვე 23 წელია გერმანიაში მოღვაწეობენ და საქართველოს სახელი საზღვარგარეთ გააქვთ. დაარსებიდან დღემდე ინგოლშტატის ორკესტრი მართავს კონცერტებს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, მათ შორის კარნეგი ჰოლში (ნიუ-იორკი), ჩაიკოვსკის სახელობის დარბაზში (მოსკოვი), სიდნეის ოპერაში, მიუნჰენის ფილარმონიაში და სხვა მნიშვნელოვან საკონცერტო დარბაზებში. აწყობს საკონცერტო ტურნეებს ევროპის დიდ ქალაქებში, მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში. 1984-1998 წლებში ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი მევიოლინე ლიანა ისაკაძე იყო. თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - საქართველოს სინფონიეტა თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - საქართველოს სინფონიეტა დაარსდა 2008 წელს. სახელმწიფო სტატუსი მას მიენიჭა 2010 წელს, ხოლო მანამდე ის მსმენელის წინაშე გამოდიოდა თბილისის სახელმწიფო სამხარტვრო აკადემიის კამერული ორკესტრის სახელით. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
კამერული მუსიკის კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
culturegovge culturegovge
კამერული მუსიკის კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
culturegovge culturegovge
კამერული მუსიკის კონცერტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით
culturegovge culturegovge
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალური ფესტ...
culturegovge culturegovge
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დახურვა
culturegovge culturegovge
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
culturegovge culturegovge
თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016
culturegovge culturegovge