თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 23-25 მაისს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ტარდება ცნობილი ქართველი პიანისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის - თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი. 18 მაისს, კულტურის სამინისტროში ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური, პიანისტი თამარ ლიჩელი, იაპონელი მევიოლინე კენ აისო და ფესტივალის ორგანიზატორი მანანა ფაცურია გაუძღვნენ. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს გახსნიან ალექსანდრე კორსანტია, მანანა დოიჯაშვილი, თამარ ლიჩელი, მარინა ნადირაძე და ირმა გიგანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობს სულხან ცინცაძის სახელობის ეროვნული სიმებიანი კვარტეტი და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ვიოლონჩელისტი გიორგი ხარაძე. შესრულდება შოპენის, შუბერტის, რაველისა და პროკოფიევის ნაწარმოებები. ფესტივალის ფარგლებში, 24 მაისს კონსერვატორიის მცირე დარბაზში დაგეგმილია ქართული მუსიკის კონცერტი. თამარ ლიჩელთან და ვალერიან შიუკაშვილთან ერთად ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ იაპონელი მევიოლინე კენ აისო და ჰოლანდიური საფორტეპიანო დუეტი “სკოლტეს \u0026 იანსენსი”. 25 მაისს, ფესტივალს საზეიმოდ დახურავს მსოფლიოში აღიარებული რუსი ვილონჩელისტის დენის შაპოვალოვისა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის “საქართველოს სინფონიეტას” ერთობლივი კონცერტი. თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფესტივალის დამფუძნებლია თამარ ლიჩელი, ორგანიზატორი - მანანა ფაცურია. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
GDS დილა 19.05.2015 - თენგიზ ამირეჯიბის სახელობის III საერთა...
GDSTVDILAOFFICIAL
#ახალიდღე თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო მუსიკალურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის II საერთაშორისო მუსიკალური ფესტი...
Artareatv
#ახალიდღე პიანისტთა მე-7 საერთაშორისო ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის ახალგაზრდა პიანისტთა პირველი ერ...
ტელეკომპანია ბორჯომი
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის პიანისტთა მეორე საკონკურსო დღე ბ...
ტელეკომპანია ბორჯომი
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა ეროვნული კ...
ტელეკომპანია ბორჯომი
თენგიზ ამირეჯიბის სახელობის მუსიკალური ფესტივალი გაიმართება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster