თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 10 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016“ გაიმართება. წელს, ფესტივალს ადგილობრივი არტისტებისა და შემოქმედებითი ჯგუფების გარდა, სტუმრობენ ძველი მუსიკის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: კორნელია ფონ კერსენბროკი (დირიჟორი), თომას ბაეტე (ვიოლა და გამბა), კრისტენ ვიტმერი (სოპრანო), ქრისტოფ მაიერი (დირიჟორი), ჯორჯია ბრაუნი (ბაროკო ფლეიტა), თომას ფოსტერი (კლავესინი), ჟან რონდო (კლავესინი), ეტიენ გალეტიე (თეორბო), დავიდე ამადიო (ბაროკო ჩელო), ანსამბლი „The Spirit of Gambo”, დავით გოგოლაშვილი (ტენორი), მიხეილ აბრამიშვილი (კონტრ-ტენორი), თბილისის კონსერვატორიის მაგისტრატურის კამერული გუნდი, რუსთავის კაპელა, თბილისის გუნდი „ბაროკო“ და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“. ფესტივალის ფარგლებში, სულ 8 კონცერტი გაიმართება (10, 14, 16, 22, 28 ნოემბერი და 5, 9, 14 დეკემბერი, რუსთაველის თეატრი). გარდა კონცერტებისა, საფესტივალო პროგრამა ლექციებსა და მასტერკლასებს აერთიანებს. „თბილისის ბაროკო ფესტივალი 2016“ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ ორგანიზებით ხორციელდება. ევროპაში, უკვე ათწლეულებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი მუსიკის მაქსიმალურად მიახლოვებული (ავთენტური) მანერითა და შესაბამისი ინსტრუმენტებით შესრულება. გარდა ესთეტიკური და ეგზოტიკური დატვირთვისა, ასეთი პერფორმანსები ისტორიული და სამეცნიერო კუთხითაც საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ ძველი მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ამიერკავკასიაში მხოლოდ თბილისში ტარდება. ბილეთები იყიდება „სინფონიეტა სთეიჯისა“ და რუსთაველის თეატრის სალაროებში, ასევე ვებ–გვერდზე biletebi.ge. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.tbf.ge http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
თბილისის ბაროკო ფესტივალი
კომუნიკატორი / C სტუდია
"სიახლეები" - თბილისის "ბაროკო ფესტივალი"
Artareatv
Tbilisi Baroque Festival 2016 თბილისის ბაროკო ფესტივალი
Tbilisi Baroque Fesival
თბილისის ბაროკოს ფესტივალი
შუადღე GDS / shuadge GDS
თბილისის ბაროკო ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"თბილისის ბაროკო ფესტივალი"
TV IMEDI
„თბილისის ბაროკო ფესტივალი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster