აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

09.06.2015 01:31:07

2015/06/06 აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო. დიდი ქართველი მსახიობის იუბილეზე სენაკს ესტუმრნენ საქვეყნოდ ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, ხელოვნებათმცოდნეები. მარჯანიშვილის, რუსთავის, გორის, ზუგდიდის, ოზურგეთის, თელავის, ცხინვალის თეატრალური დასების წარმომადგენლები. საღამო მიჰყავდა მსახიობ გოგი ქავთარაძეს. ღონისძიება აკაკი ხორავას ცხოვრებისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიციით გაიხსნა ადგილობრივი დასის მსახიობების შესრულებით. საზოგადოებას მიესალმა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე. გიორგი სააკაძისა და არსენას, ოიდიპოსისა და ოტელოს როლების უბადლო შემსრულებელი გაიხსენეს თეატრმცოდნეებმა: გოგი დოლიძემ და გუბაზ მეგრელიძემ, რეჟისორებმა: სანდრო მრევლიშვილმა, გიზო ჟორდანიამ და ბოლოს, ჩვენი ქალაქის მკვიდრებმა: მსახიობმა დიმიტრი ჯაიანმა და მწერალმა გურამ ბათიაშვილმა. მაყურებელს საშუალება ჰქონდა ენახა უნიკალური კადრები აკაკი ხორავას შემოქმედებიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, დაარსდა აკაკი ხორავას სახელობის პრემია, რომელიც ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სენაკის დრამატული თეატრის სცენაზე გადაეცა ქართული საზოგადოებისათვის გამორჩეულად სათაყვანებელ მსახიობ თენგიზ არჩვაძეს.    / senakisgamgeoba   https://plus.google.com/u/0/110380087... https://www.facebook.com/senakis.gamg... http://www.senaki.ge/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წელი შესრულდა
48:16

აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წელი შესრულდა

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

აკაკი ხორავა - 125
05:06

აკაკი ხორავა - 125

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება
01:21

14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საღამო
01:43:06

ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საღამო

Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია

ხორავას მსახიობთა სახლში „პიტერ პენი“ დაიდგა
00:54

ხორავას მსახიობთა სახლში „პიტერ პენი“ დაიდგა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აკაკი ხორავას გამარჯვება ჩინელ მეტოქესთან (ვიდეო)
06:23

აკაკი ხორავას გამარჯვება ჩინელ მეტოქესთან (ვიდეო)

emzo

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრი - ირაკლი ადამი სტუმრად \"სხვა რაკურსში\"
04:57

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრი - ირაკლი ადამი სტუმრა...

TV IMEDI

„რანინას“ 2022 წლის სეზონის მონაწილე ბავშვების კონცერტი სენაკის დრამატულ თეატრში
03:32

„რანინას“ 2022 წლის სეზონის მონაწილე ბავშვების კონცერტი სენა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო