ღვაწლმოსილი პედაგოგებისადმი მიძღვნილი საღამო
აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო: ,,შეხვედრა ღვაწლმოსილ პედაგოგებთან’’, რომელიც გახსნა გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა, პოეტმა ვასილ ბესელიამ. ღონისძიება უხუცეს პედაგოგებს მიეძღვნა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს მომავალი თაობის აღზრდას. საღამოზე გაიხსენეს მათი ღვაწლი, სიკეთის ქმნით მდიდარი ბიოგრაფია. შესრულდა ცნობილი ქართული საესტრადო და ქალაქური სიმღერები და ცეკვები მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა მონაწილეობით. ღონისძიებას ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს წევრები. კონცერტის დასასრულს, გამგებელმა გოჩა დგებუაძემ და გამგებლის მოადგილე ნატო ფულარიამ ისაუბრეს პედაგოგთა ამაგის მნიშვნელობაზე. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით 6 უხუცეს სენაკელ პედაგოგს: ნიკოლოზ არზიანს, ლაურა მალანიას, ლამარა ლაზარიას, ემმა ბოჯგუას, მერი კაშიბაძეს და იგორ ბოჯგუას მიენიჭათ დამსახურებული მასწავლებლის წოდება. გამგებელმა მათ თავად მიულოცა ეს საპატიო წოდება და გადასცა საჩუქრები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო გამგეობის განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახური. საღამო მიჰყავდა თეა გრიგოლიას. / senakisgamgeoba https://plus.google.com/u/0/110380087... https://www.facebook.com/senakis.gamg... http://www.senaki.ge/
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია-ის სხვა ვიდეოები
02:11:24
მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ რეგიონული ტური სენაკში
00:47
როგორი იქნება ქალაქის ცენტრალური მოედანი
02:54:17
კოლხური ტრიოს საიუბილეო კონცერტი
01:11:24
სახელგანთქმული აკორდეონისტი - მანუელა მარია გლოკი...
01:13:09
ცნობილი ალტისტი გიორგი ცაგარელი სენაკში
01:01:04
საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტი...
01:31:07
აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნ...
02:07
სენაკში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლეს...
მსგავსი ვიდეოები
ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ღვაწლმ...
GeoScience
ღვაწლმოსილი პედაგოგების გაცილების ღონისძიება 20 01 2015
მეცხრე ტალღა
ღვაწლმოსილი მეცნიერის დაჯილდოება
Supreme - Council Abkhazia
,,ღვაწლმოსილი ქუთაისელის’’ წოდებაზე წარდგენილ პირთა დაჯილ...
Rioni.TV
ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოვება
TV 25
ღვაწლმოსილი ტელეოპერატორი სოზარ ჩართოლანი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღვაწლმოსილი ტელეოპერატორი სოზარ ჩართოლანი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის ღონისძიება მოეწყო 25-10-2019
TV4. ge