ტურისტული ობიექტების დასუფთავების პროცესი სენაკში
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის გოჩა დგებუაძის ინიციატივით მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყო ტურისტული ობიექტების პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავების პროცესი. ტურისტული ობიექტების დასუფთავების ინიციატივა დაუკავშირდა საერთაშორისო კამპანიის მასობრივ აქციას " დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო’’. 19 სექტემბერს, ნოქალაქევის ისტორიულ - არქეოლოგიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, გამგებლის პირველი მოადგილე თენგიზ ლომია,გამგეობის სამსახურებისა და მასზე დაქვემდებარებული სტრუქტურების წარმომადგენლები. ასევე, საჯარო სკოლების, ეკოკლუბების, ახალგაზრდული მოძრაობებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ინიციატივას შეუერთდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა და საკრებულოს წევრები, რომლებმაც მენჯის თემში, სახარბედიოს წყაროს მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ინიციატივა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების დასუფთავების აქციების ჩატარებას და ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართვას გარემოს დაცვით აქტივობებში.ინიციატივის ფარგლებში მოხდება დაბინძურებული ადგილების გამოვლენა,აღნიშნული ადგილების დასუფთავება, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა და ინფორმირება ამ პრობლემის გარშემო, რათა მაქსიმალურად მოხდეს მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა, თუ რა ხდება და რატომ არ უნდა დააბინძურონ გარემო, ახალგაზრდობისა და საზოგადოების ფართო წრეების ჩართვას გარემოს დაცვით აქტივობებში. ნოქალაქევის ისტორიულ - არქეოლოგიური კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცხელი გოგირდოვანი წყლები ბუნების ძეგლთა კატეგორიას განეკუთვნება. მდინარე ტეხურას ხეობაში მდებარე დედამოკა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული ობიექტია მუნიციპალიტეტის მასშტაბით. / senakisgamgeoba https://plus.google.com/u/0/110380087... / senakis.gamgeoba http://www.senaki.ge/
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია-ის სხვა ვიდეოები
02:11:24
მედიაპროექტ ,,ეტალონის’’ რეგიონული ტური სენაკში
00:47
როგორი იქნება ქალაქის ცენტრალური მოედანი
02:54:17
კოლხური ტრიოს საიუბილეო კონცერტი
01:11:24
სახელგანთქმული აკორდეონისტი - მანუელა მარია გლოკი...
01:13:09
ცნობილი ალტისტი გიორგი ცაგარელი სენაკში
01:01:04
საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის კონცერტი...
01:31:07
აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნ...
02:07
სენაკში ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლეს...
მსგავსი ვიდეოები
სამეგრელო-ზემო სვანეთში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმარ...
Radio Atinati
„სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების აქცია სამეგრელო-ზემო სვან...
Radio Atinati
მემორანდუმი ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოსთან
ბათუმის ბოტანიკური ბაღი\\Batumi Botanical Garden
აჭარაში მდებარე ტურისტული ობიექტების თანამშრომლებსსავარაუდოდ...
TV IMEDI
ღვინის ტურიზმი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინფო ტური- აჭარაში არსებული ტურისტული ობიექტების ფასები
Visit Batumi
აქცია ქობულეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster