„სუფთად ევროპისკენ“ - დასუფთავების აქცია სამეგრელო-ზემო სვანეთში

29.04.2017 02:40

დღეს დედამიწის კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელშიც საჯარო მოხელეები, სტუდენტები, მაღალი კლასის მოსწავლეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, გუბერნატორის მოადგილემ, სტუდენტებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად ე.წ. ნევთობაზის ტერიტორია დაასუფთავა, სადაც თვითნებური ნაგავსაყრელი იყო მოწყობილი. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ სუფთა რეგიონი უფრო მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასაევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია ჩვენი რეგიონის პოტენციალით. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს აქციებს და ვეცდებით, შევინარჩუნოთ ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტის ნიშა მთელს საქართველოში“, - აღნიშნა დავით კოდუამ. რამდენიმე სოფელი დაასუფთავა თანამშრომლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ მამუკა წოწერიამ. სოფელ გრიგოლიშში დასუფთავების აქციაში სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთვნენ და აღნიშნეს, რომ მსგავს ღონისძიებებს ხშირად აწყობენ. წოწერიას თქმით, მუნიციპალიტეტი დაიყო ექვს ზონად და 48-ვე ადმინისტრაციულში ერთეულში დასუფთავების სამუშაოები დილიდანვე მიმდინარეობს. „ძალიან სასიხარულოა, რომ ახალგზარდები ასე აქტიურად ერთვებიან საკუთარი სოფლის დასუფთავებაში. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი აღიარებულია, როგორც ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი და ვცდილობთ, ამაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და ის იყოს ერთ-ერთი ტვალსაჩინო სისუფთავის თვალსაზრისით“, - თქვა წოწერიამ. მუნიციპალიტეტებში ტურისტული მარშრუტები, ტურისტული ობიექტები და მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა. რეგიონის მასშტაბით დასუფთავების აქციაში 6000-მდე ადამიანი ჩაერთო. დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციები საქართველოს რეგიონებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ტარდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით
02:37

დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დედამიწის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია გაიმართა
02:31

დედამიწის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია აჭარაში გაიმართა
02:27

დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია აჭარაში გა...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

აქცია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის
01:21

აქცია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის

ინფრასტრუქტურის სამინისტრო

''სუფთად ევროპისკენ'' - დასუფთავების აქციის კვირეული. რადიო პალიტრა
30:32

''სუფთად ევროპისკენ'' - დასუფთავების აქციის კვირეული. რადიო...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

„სუფთად ევროპისკენ“  - გარემოს დაცვის სამინისტრო დასუფთავების კვირეულს იწყებს
00:58

„სუფთად ევროპისკენ“ - გარემოს დაცვის სამინისტრო დასუფთავები...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სუფთად ევროპისკენ
13:31

სუფთად ევროპისკენ

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გამწვანების აქცია ბორჯომის პლატოზე
01:21

გამწვანების აქცია ბორჯომის პლატოზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ყველა ვიდეო