დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია აჭარაში გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას - დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გამართულიყო საქართველოს ყველა რეგიონში, აჭარაც შეუეთდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მისაღებად დღეს ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. რეგიონის პირველმა პირმა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ტურისტების და სტუმრების მიერ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მონახულებადი მახუნცეთის ჩანჩქერი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. აქციის მიმდინარეობის დროს ზურაბ პატარაძე ჩანჩქერთან მყოფ ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. დასუფთავების აქციაში გამგეობის, საკრებულოს, მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლები, არსებული დაწესებულებების წარმომადგენლები და მოსახლეობა ჩაერთო. დილიდანვე 60 სოფლის ცენტრებსა და უკანონო ნაგავსაყრელებს გამგებლის წარმომადგენლები და სპეციალისტები სოფლის მოსახლეობასთან ერთად ასუფთავებდნენ. აქციაში ასევე ჩაერთვნენ საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამში 300-ზე მეტი რკინის სანაგვე კონტეინერი დაიდგა. ურნები განთავსებულია ყველა სოფელში, ტურისტულ ობიექტზე, კერძო სექტორთან, ღვინის მარნებთან მისასვლელ მარშრუტებზე. საქართველოს მასშტაბით ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა. მუნიციპალიტეტს დღეიდან საკუთარი ნაგვის გადამზიდი მანქანაც ეყოლება, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქალაქის ნაგავსაყრელზე წამოიღებს. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. #სუფთადევროპისკენ #ევროპისკენ #იზრუნეგარემოზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ბრიფინგი ნაძვის ხეების შესახებ
MOE: სტიქიური მოვლენების ატლასი
MOE: ორდღიანი კონფერენცია ბუნებრივი რესურსების მარ...
MOE: აქცია „მწვანე მომავალი"-ის ფარგლებში ტელემაუწ...
MOE: მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 9 აპრილს დაღუპულ...
01:15
MOE: დარიშხანშემცველი ნარჩენების მართვის პროექტის...
02:58
MOE: ბოტანიკურ ბაღში კამპანია „ბაღის ფრინველთა საა...
01:10
MOE: ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკა...
მსგავსი ვიდეოები
სამეგრელო-ზემო სვანეთში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმარ...
Radio Atinati
დედამიწის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ბოლნისში დასუფთავების აქცია...
გაზეთი ბოლნისი
დასუფთავების აქცია დედამიწის დღესთან დაკავშირებით
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
მარნეულში გარემოსდაცვითი ღონისძიებები ჩატარდა
Municipality of Marneuli
"ერთი დღე შენი ქალაქის სამსახურში" - ახალგაზრდების აქცია ზუგ...
Radio Atinati
მწვანე გამოფენა "პრო ექსპო"
Sun House / მზის სახლი
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მახათას მთაზე გამწვანების აქ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster