"ერთი დღე შენი ქალაქის სამსახურში" - ახალგაზრდების აქცია ზუგდიდში
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ასოციაცია „ათინათის“ ახალგაზრდულ ცენტრ PITA -ს წევრებმა ქალაქის ცენტრალური ბულვარის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. ღონისძიებაში მათთან ერთად მონაწილეობა „ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურმა მიიღო. “ ზუგდიდდასუფთავების წარმომადგენლები ჩავანცვლეთ ერთი დღით და მათ მაგივრად ცენტრალური ბულვარის ტერიტორია დავასუფთავეთ . ეს ინიციატივა გაჩნდა იმიტომ , რომ ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ჩვენს ქალაქში სისუფთავე და ამაში ახალგაზრდების წვლილი არის ძალიან ყურადსაღები. ასევე ძალიან გვინდა , რომ ერთგვარად თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ დასუფთავების წარმომადგენლებს, რადგან ესენი არიან ადამიანები რომლებიც დილით 5 -6 საათზე გამოდიან ჩვენთვის და ქალაქს ასუფთავებენ, იმისთვის, რომ კომპორტულად და სუფთად ვიგრძნოთ ჩვენს ქალაქში თავი“, - თქვა ახალგაზრდული ცენტრის წევრმა ანი ცირდავამ. აქციის ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, გაუფრთხილდნენ ქალაქის იერსახეს და მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქციებში. დედამიწის დღე 22 აპრილს, მსოფლიოს თითქმის 200 ქვეყანაში აღინიშნება. საქართველო ამ ქვეყნების სიას 1990 წლიდან შეუერთდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...