საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია ჭყონდიდელის დასახლებაში
რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, ავარიული საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. ცხრა კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციის მიზნით, ორი პროექტი ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. რეაბილიტაციის პროცესი უკვე დასრულდა რჩეულიშვილის #2ა, #4ა, ჯავახიშვილის #3ა, #5ა, ტოლსტოის #7ა და ბერიტაშვილის #6ა საცხოვრებელ კორპუსებში. პროექტის ფარგლებში, ექვსი სახლის ფასადის გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა, შეიცვალა კარ-ფანჯრები. პროექტი მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სახელშეკრულებო ღირებულება 238 437 ლარამდეა. სამუშაოები 20 მარტს დაიწყო და 28 ივლისს დასრულდა. დასრულების ფაზაშია ბარნოვის #5ა, გიორგაძის #28 და ჩაპაევის #3 საცხოვრებელი შენობების ფასადების გამაგრება-რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში, ბარნოვის #5ა და გიორგაძის #28-ში საცხოვრებელი სახლების გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, გამოიცვალა კარ-ფანჯრები. ამასთან ერთად, ჩაპაევის #3-ში, გამაგრება-რეაბილიტაციისა და კარ-ფანჯრების გამოცვლის პარალელურად, მოეწყო აივნები. აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 273 263 ლარამდეა. სამუშაოები 25 მარტს დაიწყო და აგვისტოში დასრულდება. გასულ წელს, ჭყონდიდელის დასახლებაში, 10 სახლის ფასადის გამაგრება-რეაბილიტაცია განხორციელდა. კერძოდ, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გრანელის #7, #9 და #11-ს, გიორგაძის #8-ს, ჩეხოვის #6, #8, #8ა, #10, გრანელის #23 და #25-ს. იგეგმება ჯავახიშვილისა და გიორგაძის ქუჩებზე არსებული კიდევ ორი კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაცია.
RUSTAVI.GOV.GE-ის სხვა ვიდეოები
00:43
დაგეგმე შენი ბიუჯეტი
01:02
რუსთავის ინოვაციების ჰაბისა და ფონდ ,,ორბელიანის“...
01:22
რუსთავის მერი ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე სა...
02:39
მერიამ ხელოვნური ინტელექტი-საჯარო მოხელე, ჩატბოტი...
01:38
რუსთავის მერი ქალაქის სკოლებში მოსწავლეების მისაღე...
01:34
25.06.2018 რუსთაველი ახალგაზრდა გიორგი კენჭაძე ააი...
01:13
რუსთავის მერი ,,DBA Group”- ის ექსპერტს შეხვდა
01:52
11.07.2017 რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში...
მსგავსი ვიდეოები
საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია ჭყონდიდელის დასახლებაში
RUSTAVI.GOV.GE
რუსთავის მერი ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს გ...
RUSTAVI.GOV.GE
26/06/2017
დავით ჯიქია
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საინფორმაციო ტური გუდიაშვილის მოედანზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამუშაო შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თსუ ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster