26/06/2017

22.06.2017 00:49

➡გომელაურის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ტერიტორიაზე ასფალტის დაზიანებული საფარის მოხსნა ხდება. ამავე პროექტის ფარგლებში, გომელურის ქ. #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #10, ფიროსმანის ქ. ქ. #21, #23, #25, #27, #29 და მშენებელთა ქ. #28. #30, #32, #34, #36 საცხოვრებელი შენობების ეზოებში შეიცვლება სანიაღვრე სისტემა და დაიგება ასფალტის ახალი საფარი. ➡შიდა ეზოების კეთილმოწყობის პროცესი გრძელდება ასლანიკაშვილის ქუჩაზე. #7, #9, #9ა, #11, #11ა, #13 საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში იცვლება სანიაღვრე ქსელი და ასფალტის საფარის განახლებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. ➡თოდრიას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, დეკორატიული ფილებით ტროტუარების მოპირკეთება, სანიაღვრე სისტემისა და ბორდიურების მოწყობა, გარე განათების აღდგენისთვის კი, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ➡ტაშკენტის ქუჩაზე ტროტუარების კეთილმოწყობა, შარტავას გამზირზე, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები, ცურტაველის ქუჩაზე კი, #10 ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი გრძელდება.სადემონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორიაზე ახალი, ექვს სააღმზრდელო ჯგუფზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

გაზიარება: