31/07/2014
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძესთან ერთად, დავით გარეჯის ქუჩა #4ა-ში მდებარე ბაგა-ბაღის ყოფილ შენობაში 15 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცა. ბაგა-ბაღის ყოფილ შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და საცხოვრებელ კორპუსად გადაკეთდა. დღესვე სოზარ სუბარმა ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე, მეტალურგიული კომბინატის ყოფილ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ შენობაში დევნილთა სამინისტროსა და რუსთავის მერიის თანადაფინანსებით გაკეთდება საკანალიზაციო სისტემა, ყველა ოჯახისათვის მოეწყობა სველი წერტილები და გამოიცვლება კარ- ფანჯრები.
მსგავსი ვიდეოები
31/07/2014
დავით ჯიქია
ირაკლი აბესაძის ბრიფინგი 31/07/2014
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
,,აფბას'' პრესკონფერენცია 31 07 2014
gio xabo
რა პრობლემების მოგვარებას სთხოვენ ადგილობრივები ახალ ხელისუფ...
მეცხრე ტალღა
მიხეილ ცაგარელი, თქვენი დრო 31 07 2014
tsagareli astrology
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ფოთში იმყოფებოდა 9 07 2014
მეცხრე ტალღა
,,დეტალები'' ანონსი 08.07.2014
TV4 BATUMI
ქვემო ქართლის რეგიონული არქივი 04 07 2014 1 არხი, ეროვნული ა...
National Archives of Georgia