31/07/2014
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რუსთავის მერ დავით ჯიქიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძესთან ერთად, ბოსტან-ქალაქის ქუჩაზე, მეტალურგიული კომბინატის ყოფილ საერთო საცხოვრებელში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. აფხაზეთიდან დევნილი 27 ოჯახი საერთო საცხოვრებლის ყოფილ შენობაში 1992 წლიდან მძიმე პირობებში ცხოვრობს. როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, დევნილთა სამინისტრო და რუსთავის მერია თანადაფინანსებით, დევნილების საცხოვრებელ ბინებში კარ-ფანჯრებს შეცვლის, გაკეთდება საკანალიზაციო სისტემა, ყველა ოჯახისთვის ინდივიდუალურად მოეწყობა სველი წერტილები. დღესვე, სოზარ სუბარმა დავით გარეჯის ქუჩა #4ა-ში მდებარე ბაგა-ბაღის ყოფილ შენობაში 15 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცა. ბაგა-ბაღის ყოფილ შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს ,,ტერმინალმა“ განახორციელა. ობიექტის სატენდერო ღირებულებამ 288 750 ლარი შეადგინა. შენობაში 15 ბინაა, აქედან 1 სამოთახიანი, 6 ოროთახიანი და 8 ერთოთახიანი.
მსგავსი ვიდეოები
31/07/2014
დავით ჯიქია
ირაკლი აბესაძის ბრიფინგი 31/07/2014
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
,,აფბას'' პრესკონფერენცია 31 07 2014
gio xabo
რა პრობლემების მოგვარებას სთხოვენ ადგილობრივები ახალ ხელისუფ...
მეცხრე ტალღა
მიხეილ ცაგარელი, თქვენი დრო 31 07 2014
tsagareli astrology
ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ფოთში იმყოფებოდა 9 07 2014
მეცხრე ტალღა
,,დეტალები'' ანონსი 08.07.2014
TV4 BATUMI
ქვემო ქართლის რეგიონული არქივი 04 07 2014 1 არხი, ეროვნული ა...
National Archives of Georgia