საინფორმაციო ტური გუდიაშვილის მოედანზე

09.05.2019 01:56

გუდიაშვილის მოედანზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, „ტფილისი ჰამქართან“ ერთად, მოქალაქეებისთვის საინფორმაციო ტური ჩაატარა. ტური ერთგვარი შუალედური ანგარიში იყო თუ როგორ მიმდინარეობს სამუშაოების პროცესი. პროექტის თანახმად, ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მიმდებარე არეალში 30-ზე მეტი ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დასრულდება. გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი ნაგებობების უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და თითქმის ყველა საცხოვრებელი სახლი სპეციალისტებს მძიმე მდგომარეობაში დახვდათ. მე-18 და მე- 19 საუკუნით დათარიღებული შენობების მთავარი პრობლემა დიდი ბზარები, ავარიულობა და ფასადის დაკარგული მნიშვნელოვანი ფრაგმენტები იყო. ისტორიული ნაგებობების სარდაფებში რეაბილიტაციის პერიოდში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური არტეფაქტები. ღვინის  ხუთი ქვევრი, ორი თონე და თიხის ჭურჭელი. მიმდინარე სამუშაოებს მონიტორინგს სწორედ „თბილისის ჰამქარი“ უწევდა. საინფორმაციო ტური გუდიაშვილის სკვერში დაიწყო და ბეთლემის ქუჩაზე დასრულდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საინფორმაციო ტური
01:08

საინფორმაციო ტური

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საინფორმაციო ტური დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში
03:36

საინფორმაციო ტური დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საინფორმაციო ტური დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში
01:19

საინფორმაციო ტური დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საინფორმაციო ტური რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში
02:45

საინფორმაციო ტური რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საინფორმაციო ტური თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში
04:20

საინფორმაციო ტური თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებშ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საინფორმაციო ტური 12- 04- 2019
02:53

საინფორმაციო ტური 12- 04- 2019

TV4. ge

საინფორმაციო ტური ქვემო ქართლში
01:01

საინფორმაციო ტური ქვემო ქართლში

პორტალი კვირა

საინფორმაციო ტური ტურისტული კომპანიებისთვის
01:45

საინფორმაციო ტური ტურისტული კომპანიებისთვის

სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე

ყველა ვიდეო