საინფორმაციო ტური დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში

16.03.2019 03:36

16 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინიციატივით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო ტური გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა რეგიონისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა, გიდებმა და მედია-ორგანიზაციების წევრებმა მიიღეს. საინფორმაციო ტურის მონაწილეებმა, დღის განმავლობაში, დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი დათვალიერეს და ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია დააგემოვნეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ელიას მთაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსი, გერმანული უბანი, ღვინის მარნები და სასტუმროები მოინახულეს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და გიდები ასევე იმყოფებოდნენ ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტერში. მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მადლობა გადაუხადა საინფორმაციო ტურის თითოეულ მონაწილეს და ყურადღება გაამახვილა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის პროცესში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ინტენსიურად მუშაობს ტურიზმის განვითარების მიმართულებით და ჩართულია ყველა მნიშვნელოვან წამოწყებაში, რომლებიც მუნიციპალიტეტებში სამთავრობო და კერძო სექტორის ჩართულობით ხორციელდება. მხარეში უკვე ჩატარდა ტურისტული ფორუმი და სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, მოეწყო მედიატური. აქტიურად მიმდინარეობს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება უმაღლეს სასწავლო უნივერსიტეტებთან. რომლის ფარგლებშიც, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტები კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობენ ხელს. დაწყებულია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. #ქვემოქართლი2019 #საინფორმაციოტური2019 #ტურიზმი2019 #დმანისი2019 #ბოლნისი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

საინფორმაციო ტური დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში
01:19

საინფორმაციო ტური დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საინფორმაციო ტური თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში
04:20

საინფორმაციო ტური თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებშ...

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

სამუშაო შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან
01:33

სამუშაო შეხვედრა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საინფორმაციო ტური
01:08

საინფორმაციო ტური

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საინფორმაციო ტური რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში
02:45

საინფორმაციო ტური რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საინფორმაციო ტური გუდიაშვილის მოედანზე
01:56

საინფორმაციო ტური გუდიაშვილის მოედანზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საინფორმაციო ტური 12- 04- 2019
02:53

საინფორმაციო ტური 12- 04- 2019

TV4. ge

საინფორმაციო ტური ქვემო ქართლში
01:01

საინფორმაციო ტური ქვემო ქართლში

პორტალი კვირა

ყველა ვიდეო