საინფორმაციო ტური თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში
5 აპრილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის, თეთრიწყაროსა და მარნეულში, საინფორმაციო ტური გაიმართა, რომლის მონაწილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სტუმრებმა, უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი სამშვილდე მოინახულეს და გაეცნენ არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევის შედეგებს, რომლის შესახებ, არქეოლოგმა და პროფესორმა დავით ბერიკაშვილმა ისაუბრა. საინფორმაციო ტურის მონაწილეებმა, სოფელ ასურეთში არსებული გერმანული მემკვიდრეობა და საოჯახო მარნები დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ადგილობრივი ღვინის - „შალას“ წარმოებისა და შენახვის ტექნოლოგიებს, სტუმრობდნენ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, საოჯახო ტიპის სასტუმროებს და კვების ობიექტებს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, დღის განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, იმირის გადაჭრილ გორაზე იმყოფებოდნენ, სადაც არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული, ძველი წელთაღრიცხვით VI ათასწლეულით დათარიღებული, არტეფაქტებით დადასტურდა, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. ასევე გაეცნენ XXI საუკუნის ძეგლს „გაგის ციხეს“, მის მრავალწლოვან ისტორიასა და ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას. აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, საინფორმაციო ტური, პირველად, 16 მარტს, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა და ღონისძიების მიზანს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მაქსიმალური ხელშეწყობა წარმოადგენს. #ქვემოქართლი2019 #საინფორმაციოტური2019 #თეთრიწყარო2019 #მარნეული2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
საინფორმაციო ტური
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საინფორმაციო ტური დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
საინფორმაციო ტური დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
საინფორმაციო ტური რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
საინფორმაციო ტური გუდიაშვილის მოედანზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საინფორმაციო ტური 12- 04- 2019
TV4. ge
საინფორმაციო ტური ქვემო ქართლში
პორტალი კვირა
საინფორმაციო ტური ტურისტული კომპანიებისთვის
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე