რუსთავის მერი ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
ჭყონდიდელის დასახლებაში, გზების, ტროტუარებისა და ეზოების საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ჩაპაევისა და ჩეხოვის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესა და ჭყონდიდელის დასახლების მაჟორიტარ დეპუტატ დავით რეხვიაშვლთან ერთად, ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასფალტ-ბეტონის საფარი იგება და ბეტონის ტროტუარები ეწყობა. ჩეხოვის ქუჩაზე სამუშაოები დასრულების სტადიაზეა. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 167 775 ლარს შეადგენს. ჩეხოვისა და ჩაპაევის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. გზის საფარი წლების განმავლობაში დაზიანებული და ამორტიზებული იყო, რის გამოც მოსახლეობას მუდმივად ექმნებოდა ავტოტრანსპორტით გადაადგილების პრობლემა. რუსთავის მერი ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციის პროცესსაც გაეცნო. ამ ეტაპზე, სამუშაოები გიორგაძის ქუჩის #8 და გრანელის ქუჩის #7, #9, #11 საცხოვრებელი სახლების ფასადებს უტარდება. სატენდერო ხელშეკრულების ღირებულება 134 300 ლარს შეადგენს. აღნიშნულ მისამართებზე დაზიანებული ფასადების განახლება ივნისში დასრულდება. მიმდინარე წელს, ანალოგიური სამუშაოები ჭყონდიდელის დასახლებაში კიდევ ექვს მისამართზე - ჩეხოვის ქუჩის #6, #8, #8ა, #10 და გრანელის ქუჩის #23, #25 საცხოვრებელ კორპუსებშია დაგეგმილი. ამ დროისთვის სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ჭყონდიდელის დასახლებაში, საცხოვრებელი შენობების ფასადების რეაბილიტაციისთვის თანხები ადგილობრივ ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ქალაქის მერმა დღესვე, ბარნოვის ქუჩის #8 საცხოვრებელ შენობასთან სპორტული მოედნის მოწყობისა და რჩეულიშვილის ქუჩის #18 საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ასფალტ-ბეტონის საფარის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.
RUSTAVI.GOV.GE-ის სხვა ვიდეოები
00:43
დაგეგმე შენი ბიუჯეტი
01:02
რუსთავის ინოვაციების ჰაბისა და ფონდ ,,ორბელიანის“...
01:22
რუსთავის მერი ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე სა...
02:39
მერიამ ხელოვნური ინტელექტი-საჯარო მოხელე, ჩატბოტი...
01:34
25.06.2018 რუსთაველი ახალგაზრდა გიორგი კენჭაძე ააი...
01:13
რუსთავის მერი ,,DBA Group”- ის ექსპერტს შეხვდა
01:52
11.07.2017 რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში...
მსგავსი ვიდეოები
საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია ჭყონდიდელის დასახლებაში
RUSTAVI.GOV.GE
საცხოვრებელი შენობების რეაბილიტაცია ჭყონდიდელის დასახლებაში
RUSTAVI.GOV.GE
29 მაისი. ჭყონდიდელის დასახლება ინტერნატები,
ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერი
რუსთავის მერი ქალაქის სკოლებში მოსწავლეების მისაღებად მიმდინ...
RUSTAVI.GOV.GE
რუსთავის მერი "აზოტიდან" გათავისუფლებულ მუშებს შეხვდა.
info rustavi
რუსთავის მერი ,,DBA Group”- ის ექსპერტს შეხვდა
RUSTAVI.GOV.GE
რუსთავის მერი ისტორიული ციხის რესტავრაციის პროცესს გაეცნო
RUSTAVI.GOV.GE
რუსთავის მერი ქალაქში კოვიდ-19-ის შემთხვევებზე და ქალაქში არ...
RUSTAVI.GOV.GE