მიხეილ გიორგაძემ თელავის განახლებული თეატრი დაათვალიერა
06/20/2017
culturegovge culturegovge-ის
მიერ
19 ივნისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა თელავის განახლებული ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი დაათვალიერა.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, განხორციელდა თეატრის ფასადის რეკონსტრუქცია, მოეწყო თეატრში გათბობა-გაგრილების სისტემა; ჩატარდა კორიდორებისა და საგრიმიოროების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ასევე დამონტაჟდა მონიტორი, თეატრის სარეკლამო რგოლებისათვის. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, თეატრს მის მფლობელობაში არსებული ვაჟა-ფშაველას ბიუსტი საჩუქრად გადასცა, რომელიც ფოიეში განთავსდა.
განახლებული თელავის თეატრის დათვალიერების შემდეგ, მიხეილ გიორგაძე თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლს „ვინ გატეხა ქოთანი?!“ დაესწრო, რომელიც ჰაინრიხ ფონ კლაისტის „გატეხილი ქოთანი“ მიხედვითაა დადგმული (რეჟისორი - რობერტ სტურუა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე).
http://culture.gov.ge