ვახო სანაია კითხულობს სერჯო გუტილას ლექსს "ეს რომ შენი შვილი იყოს". თარგმანი: ბაჩანა ჩაბრაძე
07/18/2021
B. Chabradze ბაჩანა ჩაბრაძე-ის
მიერ
ჟურნალისტი ვახო სანაია 17 ივლისის მანიფესტაციაზე კითხულობს სერჯო გუტილას ლექსს \"ეს რომ შენი შვილი იყოს\", მედიაპარტი 2018. თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე, ინდიგო 2021: https://indigo.com.ge/articles/es-rom...
ეს რომ შენი შვილი იყოს
(მაშველის ლოდინში დამხრჩვალ მიგრანტებს)
ეს რომ შენი შვილი იყოს,
ზღვას გემებით აავსებდი,
ნებისმიერდროშიანებით.
ისურვებდი, რომ
მილიონობით ადამიანს,
ერთად, მისთვის ხიდი აგვეგო
და ზედ გამოგვეტარებინა.
მუდამ მზრუნველი -
არასოდეს მიატოვებდი,
მოუჩრდილავდი,
რომ არ დაწვოდა მზისგან თვალები
და ზღვის მლაშე
შხეფებისგან დაიფარავდი.
ეს რომ შენი შვილი იყოს, წყალში გადავარდებოდი,
მოკლავდი მეთევზეს, რომელიც ნავს არ გათხოვებდა.
ღრიალს მორთავდი
გადარაზულ მთავრობის კართან,
დახმარების სათხოვნელად,
სიცოცხლის სათხოვნელად.
ეს რომ შენი შვილი იყოს, ძაძებში იქნებოდი,
შეგეზიზღებოდა მსოფლიო, შეგეზიზღებოდა პორტები
უამრავი უძრავი ხომალდით.
შეგეზიზღებოდა ისინი, ვინც მათ ხელმიუწვდომელს ხდის
და ვის გამოც, ღრიალს
ზღვის მლაშე გემო ახლავს ყოველთვის.
ეს რომ შენი შვილი იყოს, მათ უწოდებდი
ლაჩარ არაადამიანებს, რადგან ასეთები არიან ისინი.
დაგიჭერდნენ, დაგამწყვდევდნენ, დაგამუნჯებდნენ,
შენ კი სურვილი გექნებოდა, დაგელეწა მათთვის სიფათი,
რადგან ყველანი ერთ ზღვაში ვცურავთ.
მაგრამ ნუ წუხხარ! შენ თბილ სახლში ხარ
და ეს შენი შვილი არ არის! შენი არ არის!
შეგიძლია, მშვიდად იძინო
და არ იდარდო, რაც მთავარია -
ეს ხომ შენი შვილი არ არის!
ეს შვილია გზააბნეულ კაცობრიობის,
ჭუჭყიანი კაცობრიობის, არავინ რომ არაფრად აგდებს.
იძინე ტკბილად, გულდამშვიდებით.
შენი არ არის.
სერჯო გუტილა
თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე
ეს რომ შენი შვილი იყოს
(მაშველის ლოდინში დამხრჩვალ მიგრანტებს)
ეს რომ შენი შვილი იყოს,
ზღვას გემებით აავსებდი,
ნებისმიერდროშიანებით.
ისურვებდი, რომ
მილიონობით ადამიანს,
ერთად, მისთვის ხიდი აგვეგო
და ზედ გამოგვეტარებინა.
მუდამ მზრუნველი -
არასოდეს მიატოვებდი,
მოუჩრდილავდი,
რომ არ დაწვოდა მზისგან თვალები
და ზღვის მლაშე
შხეფებისგან დაიფარავდი.
ეს რომ შენი შვილი იყოს, წყალში გადავარდებოდი,
მოკლავდი მეთევზეს, რომელიც ნავს არ გათხოვებდა.
ღრიალს მორთავდი
გადარაზულ მთავრობის კართან,
დახმარების სათხოვნელად,
სიცოცხლის სათხოვნელად.
ეს რომ შენი შვილი იყოს, ძაძებში იქნებოდი,
შეგეზიზღებოდა მსოფლიო, შეგეზიზღებოდა პორტები
უამრავი უძრავი ხომალდით.
შეგეზიზღებოდა ისინი, ვინც მათ ხელმიუწვდომელს ხდის
და ვის გამოც, ღრიალს
ზღვის მლაშე გემო ახლავს ყოველთვის.
ეს რომ შენი შვილი იყოს, მათ უწოდებდი
ლაჩარ არაადამიანებს, რადგან ასეთები არიან ისინი.
დაგიჭერდნენ, დაგამწყვდევდნენ, დაგამუნჯებდნენ,
შენ კი სურვილი გექნებოდა, დაგელეწა მათთვის სიფათი,
რადგან ყველანი ერთ ზღვაში ვცურავთ.
მაგრამ ნუ წუხხარ! შენ თბილ სახლში ხარ
და ეს შენი შვილი არ არის! შენი არ არის!
შეგიძლია, მშვიდად იძინო
და არ იდარდო, რაც მთავარია -
ეს ხომ შენი შვილი არ არის!
ეს შვილია გზააბნეულ კაცობრიობის,
ჭუჭყიანი კაცობრიობის, არავინ რომ არაფრად აგდებს.
იძინე ტკბილად, გულდამშვიდებით.
შენი არ არის.
სერჯო გუტილა
თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე