შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო
ქვემო ქართლის გუბერნატორი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო და ადგილზე პირადად დაათვალიერა რამდენიმე ლოკაცია. შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადაგენლებთან ერთად, იმყოფებოდა ქალაქ თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. ადგილზე დაცულია დაახლოებით 11000 ექსპონატი, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა, ადგილობრივი ყოფისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები და XX საუკუნის ისტორიის ამსახველი მასალები. გუბერნატორმა არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივებისგან, ამ მიმართულებით, განსახორციელებელი გეგმები მოისმინა. მხარის გუბერნატორმა, ასევე, მოინახულა სოფელ ასურეთში მდებარე შვაბების ქუჩა, სადაც დღემდე შემორჩენილია გერმანელ კოლონისტთა ყოფის უნიკალური მატერიალური ძეგლები: საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, უნიკალური ღვინის მარანი, გოთური სტილით ნაგები ლუთერანული ტაძარი და ძველი გერმანული არქიტექტურული სტილით ნაშენები საცხოვრებელი სახლები. აღსანიშნავია, რომ სოფელ ასურეთში, 2016 წელს, დაიწყო რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელება, რომელიც გერმანული მემკვიდრეობის სრულყოფილ რეაბილიტაციას და არქიტექტურულ-სტილისტური მეთოდოლოგიის და ავთენტურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო 9 აპრილისა და შვაბების ქუჩებზე, დაგეგმილია 3 საცხოვრებელი სახლისა და ლუთერანული ეკლესიის რეკონსტრუქციაც. შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მერთან ერთად დაათვალიერა დაბა მანგლისის ცენტრალური პარკი, სადაც მიმდინარე წელს არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყება. პროეტის განხორციელების შედეგად, ადგილზე, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძებებისა და ფესტივალების ჩატარება. გუბერნატორი იმყოფებოდა მანგლისის სიონშიც, სადაც არსებული ფრესკები შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი ძეგლია. ტაძარში XI საუკუნის მოხატულობიდან შემორჩენილიც ჯვრის ამაღლების გრანდიოზული კომპოზიცია. #ქვემოქართლი2018 #თეთრიწყარო2018 #ტურიზმი2018 #გუბერნატორი2018 #შოთარეხვიაშვილი2018
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
საინფორმაციო ტური თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებშ...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და თოკების პარკი გაი...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი ქვემო ქართლში
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შოთა რეხვიაშვილი გარისობის სახალხო დღესასწაულზე
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეც...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი გაიხსნა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
„ვაჟაობა 2019“ სოფელ დიდ თონეთში მასშტაბური ღონისძიებით აღინ...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია