ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს იწყებს. პროექტის მიმდინარეობას ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ. პროექტი ითვალისწინებს XIX საუკუნეში, ასურეთში მცხოვრები გერმანელების მიერ აგებული ეკლესიის, სამი საცხოვრებელი სახლისა და სასაფლაოს აღდგენას პირვანდელი სახით. სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, რაც ითვალისწინებდა გზაზე ქვაფენილის დაგებას, წყალამრიდი ბეტონის კიუვეტების მოწყობას, ღობისა და ჭიშკრების აღდგენას პირვანდელი იერ-სახით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციას, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და ქუჩის გარე განათების მოწყობას. მხარის გუბერნატორმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და ყურადღება გაამახვილა სოფელ ასურეთში მიმდინარე მასშტაბური პროექტის მნიშვნელობაზე. გუბერნატორის განცხადებით აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული ყველა პროექტი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის, კიდევ უფრო მეტად, განვითარებას. #ქვემოქართლი2018 #თეთრიწყარო2018 #ასურეთი2018 #პროექტები2018 #გუბერნატორი2018 #შოთარეხვიაშვილი2018
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
TV IMEDI
ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
TV IMEDI
ასურეთში შვაბების ისტორიული ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
MDF Georgia
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ ასურეთში, შვაბების ქუჩის რ...
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისა...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
სოფელ ასურეთში განახლებული შვაბების ქუჩა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
სოფელ ასურეთში განახლებული შვაბების ქუჩა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია