ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მარნეულში, მოადგილეებთან, მხარის გუბერნატორთან, შოთა რეხვიაშვილთან და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა. მაია ცქიტიშვილმა რეგიონში უკვე დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები 100 მილიონ ლარს აჭარბებს. ➡️ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს 11 საგზაო პროექტზე, რომლის ფარგლებში 63 კმ-ზე მეტი გზისა და 2 ხიდის რეაბილიტაცია მოხდება, მომავალ წელს კი დამატებით 22 პროექტი დაიწყება. ➡️2019 წელს იგეგმება თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის დასრულება. მასშტაბურ პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ➡️თბილისი-რუსთავის გზა აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ შეძლებს გადაადგილებას, თბილისიდან რუსთავამდე მანძილის დაფარვას კი 20 წუთი დასჭირდება. ➡️რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ➡️მომავალ წელს იგეგმება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაცია. ➡️მომავალ წელს მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 7 ახალი სკოლის მშენებლობა და 5 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია. ➡️21 სოფელში განხორციელდება ამბულატორიების რეაბილიტაცია. ➡️ქვემო ქართლში ასევე იგეგმება - ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც საპიკნიკე სივრცეების, სველი წერტილებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს. ➡️შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა მარნეულში ე.წ. გადაჭრილ გორაზე. ➡️რუსთავში აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი. ➡️მარნეულში მოეწყობა საფეხბურთო სტადიონი. ➡️მუნიციპალურ შენობებში მოხდება ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება. ➡️რეგიონში იგეგმება ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა. #რეგიონისგანვითარება #ქვემოქართლი
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
ხონში იუსტიციის სახლი გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით ზალკალიანის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიცე-პრემიერის ვიზიტი შეერთებულ შტატებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი საქართველოს დაზვერვის სამსახურში
საქართველოს დაზვერვის სამსახური
გუბაზ სანიკიძე: მურუსიძე იყო მახვილი, რომლითაც განადგურდა გი...
ეროვნული ფორუმი
გუბაზ სანიკიძე: მურუსიძე იყო მახვილი, რომლითაც განადგურდა გი...
ეროვნული ფორუმი
პრემიერ-მინისტრი აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვემო ქართლში რიგით მესამე იუსტიციის სახლი გაიხსნა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია