მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი საქართველოს დაზვერვის სამსახურში


მ/წ 26 მარტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურს სტუმრობდა.დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით სუჯაშვილმა მიხეილ ჯანელიძეს დაზვერვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.

ვებგვერდი: https://gis.gov.ge
სოც. ქსელები: https://www.facebook.com/gis.gov.ge