ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და თოკების პარკი გაიხსნა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ალგეთის ეროვნულ პარკში, ვიზიტორთა ახალი ცენტრისა და შემეცნებით-გასართობი ატრაქციის - „თოკების პარკის“ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით გამართული ღონისძიება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა გახსნეს. შოთა რეხვიაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და სფეროს განვითარების პროცესში, სახელმწიფოს, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების, კერძო და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი მონაწილეობის მნიშვნელობაზე და პრიორიტეტული მიმართულებით, მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც თემით დაინტერესებული პირებისთვის, რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას ქმნის, გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა. თოკების ატრაქციის მოწყობა კი, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ასოციაციის სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KFW) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) თანამშრომლობით განხორციელდა. დაბა მანგლისში მიმდინარე ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, საქართველოს პარლამენტში მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მერი, გიორგი ქორიძე, ასოციაციის - „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თავჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი, KFW-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორი კლაუს ვიგელი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. #ქვემოქართლი2019 #თეთრიწყარო2019 #ტურიზმისგანვითარება2019 #ალგეთისეროვნულიპარკი2019 #თოკებისპარკი2019 #სახელმწიფორწმუნებული2019 #შოთარეხვიაშვილი2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
შოთა რეხვიაშვილმა რუსთავის თეატრს მორიგი წარმატება...
01:52
ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება რუსთავშ...
02:21
ადმინიტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ მემორ...
01:39
ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ტურიზმის განვითარ...
01:42
ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეუ...
01:09
მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობა აქტიურად მ...
00:58
მარნეულში სასმელი წყლის ჭაბურღილი და სატუმბი სადგუ...
მსგავსი ვიდეოები
ეკოტურიზმი ალგეთზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საუბრები ალგეთის ეროვნულ პარკში
ლაშქრობა
ისტორიაში პირველად ალგეთის ეროვნულ პარკში წავების წყვილი დაფ...
დაცული ტერიტორიების სააგენტო
წავი ალგეთის ეროვნულ პარკში
დაცული ტერიტორიების სააგენტო
ახალი ატრაქციონი ალგეთის ეროვნულ პარკში
TV IMEDI
Algeti National Park | ექსპლორერები ალგეთის ეროვნულ პარკში
ექსპლორერები Explorers
ლაშქრობა თბილისის ეროვნულ პარკში
My Crazy Hands
ვიდეო ტური | ალგეთის ეროვნული პარკი | ქალი რეინჯერი - ლუსინე...
დაცული ტერიტორიების სააგენტო