თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი გაიხსნა

04.06.2020 01:55

39 დღიანი მკაცრი საკარანტინე შეზღუდვების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი გაიხსნა და დღეიდან, ადგილობრივი მცხოვრებლები ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილდებიან. ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შოთა რეხვიაშვილმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოხალისეებსა და პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს, გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად უზრუნველყონ შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თეთრიწყაროში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა, ხოლო 26 აპრილს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა. #ქვემოქართლი2020 #თეთრიწყარო2020 #StopCoV #COVID19

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

#არჩევნები2020 წინასწარი მონაცემები რეგიონების მაჟორიტარულ ოლქებში
06:53

#არჩევნები2020 წინასწარი მონაცემები რეგიონების მაჟორიტარულ ო...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სასწავლო პროცესის განახლება
01:56

სასწავლო პროცესის განახლება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის  მიზნით ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში სპ
03:32

ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ქ...

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

ხაიშის აღშფოთებული მოსახლეობა საქონლის გახშირებულ ქურდობას აპროტესტებს
02:41

ხაიშის აღშფოთებული მოსახლეობა საქონლის გახშირებულ ქურდობას ა...

სააგენტო GUARDIAN GE

დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე
00:27

დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოფელ ჯორჯიაშვილში გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
00:45

სოფელ ჯორჯიაშვილში გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე
04:47

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#ახალიდღე საუკუნოვან დაზგებზე ნაქსოვი ფერადი მემკვიდრეობა - რუბრიკა „სოფლები და ადამიანები“
09:11

#ახალიდღე საუკუნოვან დაზგებზე ნაქსოვი ფერადი მემკვიდრეობა -...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო