#მოითხოვექართული

01/04/2018
Giorgi Margvelashvili-ის მიერ

საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ მოსახლეობას ქართული პროდუქციის შეძენისაკენ მოუწოდა
#მოითხოვექართული

\"დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ კამპანია \"მოითხოვე ქართული\". ამ კამპანიის სულისკვეთებით ჩვენ შემოვიარეთ ფაქტიურად საქართველოს ყველა რეგიონი, ვნახეთ არაერთი ქართული წარმოება, რომელიც ამდიდრებს საქართველოს, ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ქართულ ბიზნესს. დღეს ჩვენ ვართ ჩემთვის განსაკუთრებით ახლოს, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, მოვინახულეთ \"ზედაზენი\", \"ბარამბო\", \"ნატახტარი\".
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას, მნიშვნელოვანია პრაგმატული, ყოველდღიური პატრიოტიზმი. ეს გამოიხატება იმაში, რომ უნდა მოითხოვოთ ქართული პროდუქცია, შეიძინოთ ქართული პროდუქცია, გააძლიეროთ საქართველო.
ნამდვილად, ის საახალწლო სუფრა, რომელიც მე მინდა, რომ ყველა ოჯახში ხვავიანი და ბარაქიანი იყოს კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს თუ სავსე იქნება ქართული პროდუქციით, რომელიც ნაწარმოებია საქართველოში, ქართველების მიერ და რომელიც ჩვენს მოქალაქეებსაც გაამდიდრებს\", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური არხი
Official Channel of The President of Georgia

ვიდეოები „Giorgi Margvelashvili"-ისგან