საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა
06/28/2017
Giorgi Margvelashvili-ის
მიერ
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის “მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, თბილისში ოთხ ქართულ საწარმოს ეწვია და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.
#მოითხოვექართული
საპრეზიდენტო კამპანიით “მოითხოვე ქართული“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციით ქართული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და მრჩევლებთან ერთად ქართული ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების კომპანიას „გეფერინი“, ყავის საწარმოს „მონდო“, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლების მწარმოებელ კომაპნიას „დენოლა“, და ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ქართული ავეჯის შოუ რუმს ეწვია.
კომპანია \"დენოლა\" 2014 წელს სახ. პროექტის \"აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოს ძირითად მიმართულებას აქაფებული პოლეურეტანის (პარალონი) წარმოება წარმოადგენს.
კომაპნია საკუთარ პტროდუქციას ავეჯის, ლეიბებისა და სხვა ანალოგიური პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს აწვდის საქართველოში და საზღვარგარეთ.
გიორგი მარგველაშვილმა წარმოების პროცესში მიიღო მონაწილეობა და კომპანიაში დასაქმებულებს გაესაუბრა.
ქართული ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია „გეფერინში“ პრეზიდენტი დასაქმებულების ანაზღაურებით და წარმოების გაფართოების შესაძლებლობებით დაინტერესდა.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია “Gepherrini MC” 2014 წლის 7 აგვისტოს დაარსდა და თავდაპირველად, ქალის ჩანთების წარმოება დაიწყო, ეტაპობრივად, ქალის ჩანთებს მამაკაცის და ბავშვის ჩანთები შეემატა, შემდგომ ეტაპზე კი ნატურალური ტყავის სამაჯურებისა და მამაკაცის საფულეების წარმოება დაამატა. ბრენდს საკუთარი პროდუქცია უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გააქვს.
გიორგი მარგველაშვილი ყავის საწარმოში „მონდო“ უახლესი, თანამედროვე დანადგარების მეშვეობით ყავის მარცვლების მოხალვა, დაფქვა და დაფასოების პროცესს დაესწრო.
კომპანიაში რამდენიმე სახეობის ყავა მზადდება. ბრენდი განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს HORECA (სასტუმრო/რესტორანი/კაფე) ბიზნესის იმ მფლობელებს, რომლებიც ყავის საკუთარი ბრენდის შექმნით და მის სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვით არიან დაინტერესებულნი. „მონდოს“ ლაბორატორიაში, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, აღნიშნული ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ყავის სასურველი გემო და სასურველი სახელწოდებით შექმნან ყავის ახალი ბრენდი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული წარმოების გაძლიერებით და მისი შეძენით საქართველოს მოსახლეობა აძლიერებს ქართულ ეკონომიკას და ეხმარება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.
„მედიასთან ერთად საქართველოს არაერთი რეგიონი მოვიარე და ვნახე ძალიან ბევრი საინტერესო, ქართული წარმოება. დღეს თბილისში ვართ.
ქართულ საწარმოში არაერთხელ მაქვს ნაყიდი ღრუბელი, იმისთვის რომ გამეკეთებინა სახლში ავეჯი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და ვუთხრა ყველას, ვინც ყიდულობთ პროდუქტს, ყოველთვის მოიკითხეთ, თუ არის შესაძლებლობა იყიდოთ ქართული“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური არხი
Official Channel of The President of Georgia