ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში - #NGPD Forum 2017 მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისში უკვე მეორედ ტარდება. ფორუმის მონაწილეებს გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია მსგავსი შეკრებების ორგანიზება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომლის წინაშეც დგას ისტორიული მისია - რთულ ვითარებაში გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა. გიორგი მარგველაშვილმა ფორუმზე გამოსვლისას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, დიპლომატიურ პროცესებში სახალხო დიპლომატიის როლზე და რუსეთ - საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოების გარემოს რეალურ შესუსტებას იწვევს ჰიბრიდული ომი, კიბერდაპირისპირებები, რუსეთის მიერ საზოგადოებაზე აგიტაციის მეშვეობით გავლენის სერიოზული მცდელობა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით გადამწყვეტია საზოგადოების და ხელისუფლების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება, ერთიანი მიდგომა, ერთიანი მესიჯის არსებობა. პრეზიდენტის განცხადებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ - ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში საჭიროა, ერთიანი მესიჯი, რომელიც გააბათილებდა იმ პროპაგანდისტულ კამპანიას, რომელსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს, ასევე სხვა, ახალი დემოკრატიების მიმართ, როგორც საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, ასევე ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. სრულად -https://goo.gl/bmeeJY საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური არხი Official Channel of The President of Georgia
Giorgi Margvelashvili-ის სხვა ვიდეოები
ოფიციალური სადილი
ოფიციალური ვახშამი
01:48
პრეზიდენტი ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვ...
40:58
თბილისის სტრატეგიული დისკუსია - Tbilisi Strategic...
01:00
საქართველოს პრეზიდენტმა ძიუდოს ნაკრები მიიღო
01:40
პროექტის - „არა ოკუპაციას“ პრეზენტაცია კასპში
04:16
პრეზიდენტმა თურქმენეთის ღირსშესანიშნაობები მოინახუ...
04:37
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტა...
მსგავსი ვიდეოები
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი
Info Center on NATO \u0026 EU
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯეიმს აპატურაი ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმის...
Info Center on NATO \u0026 EU
შეხვედრა ლონდონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს მადრიდის სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-ს საიუბილეო ღონისძიებები ლონდონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატო-საქართველოს ურთიერთობები @ აჭარის ტელევიზია LIVE
Georgian Institute of Politics