კონკურსის "მასწავლებლები კონსტიტუციაზე" გამარჯვებულების დაჯილდოვება
10/16/2017
Giorgi Margvelashvili-ის
მიერ
საქართველოს პრეზიდენტმა ესეების კონკურსში \"მასწავლებლები კონსტიტუციაზე\" გამარჯვებულები დააჯილდოვა
#პრეზიდენტისსაერზერვოფონდი
კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს, რომლებმაც კონსტიტუციის თემატიკაზე ესეები შექმნეს დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში უმასპინძლა, დააჯილდოვა და სპეციალური სერთიფიკატები გადასცა.
ესეების კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა და საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE განახორციელა. ესეების კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმისა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ მასწავლებელთა დაინტერესება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა იყო.
კონკურსში მონაწილეობა 200-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო. დღეს პრეზიდენტმა დააჯილდოვა 16 გამარჯვებული - 11 რეგიონიდან და 5 თბილისიდან.
გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე მასწავლებლებს სიტყვით მიმართა და კონკურსში მონაწილეობისა და აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა.
\"ორმაგი აქტიურობით ჩავერთეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, იყო არაერთი პროექტი. მათ შორის გამოირჩეოდა საზოგადოების ჩართულობით პროექტი \"კონსტიტუცია ყველასია\".
იყო საჯარო განხილვებიც. მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოებისთვის კონსტიტუციაზე მსჯელობა, მისი განხილვა, შემეცნება, თუნდაც ის, რაც თქვენ განახორციელეთ, ამ დოკუმენტის ირგვლივ მუშაობა, ასე ვთქვათ, ყოველდღიური ცხოვრების, ყოველდღიური ფიქრის, ყოველდღიური განსჯის საკითხი გახდა.
მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში ჩაერთო, მადლობა მთლიანად ქართულ საზოგადოებას, რომლისთვისაც გარკვეულწილად ეს გახდა ამ წლის და წინა წლების განსჯის თემა.
წლევანდელი წელი მე განათლების წლად გამოვაცხადე და ამითაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი განათლების სისტემის საფიქრალი და სამსჯელო საკითხი გახდა ასევე პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი თემა - კონსტიტუციის გააზრება.
მადლობას გიხდით ამ სამუშაოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს სულისკვეთება, არ დარჩება მხოლოდ პედაგოგებში, არამედ ეს გადავა ასობით და ათასობით თქვენს მოსწავლეზე, გადავა საზოგადოებაში და ჩვენი სახელმწიფო იმით იქნება ძლიერი, რომ ჩვენ ყველა ერთი კანონით, ერთი წესით, ამ ერთი წესის ერთგულებითა და პატივისცემით ვიცხოვრებთ\",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
კონკურსანტების ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: დიმიტრი გეგენავა - კონსტიტუციონალისტი, ცირა ბარბაქაძე - ფილოლოგი, თომა ჩაგელიშვილი - დოკუმენტალისტი, გიორგი კეკელიძე - ლიტერატურათმცოდნე, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმღვანელი და ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური არხი
Official Channel of The President of Georgia