პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში
"მოგესალმებით ბატონო პრემიერმინისტრო, მინისტრებო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო, ქალბატონო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევ, ბატონო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარევ, მივესალმები აჭარის და აფხაზეთის მთავრობებს, მივესალმები დიპკორპუსს, მივესალმები საზოგადოებას! გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს! გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც. რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე? სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ხოლო რეფორმების დინამიკა არაა შთამბეჭდავი. სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მისასალმებელია გადაწყვეტილება, დღევანდელი დებატების გამართვის თაობაზე. მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე - თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და დეპუტატები ხართ და მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ. სწორედ ამ სულისკვეთებით, სულ ახლახანს მე დავიწყე კამპანია “კონსტიტუცია ყველასია”, იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, რომ ასეთი დისკუსიები უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი უფრო მკაფიოდ იქნება გაგონილი. ამ შეხვედრებზე ცხადად ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს ბევრი საინტერესო მოსაზრება ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოგახსენებთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია, თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაოობა; მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში იმ სოციალური დაცვის შესაძლებლობების, რომელიც ეხება მათთვის მტკივნეულ საკითხებს. არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება. პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს მორგებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე და რეალურად დაბალანსებულ კონსტიტუციაზე! გუშინ საზოგადოებასთან შეხვედრისას ნათლად დაფიქსირდა ქუთაისის მოსახლეობის სურვილი, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და ცხარე კამათის მიუხედავად , მე მათ დავპირდი, რომ ამ სურვილს დავაფიქსირებდი დღეს აქ. ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა. მოვუსმინოთ ხალხს! და, თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება; რომ, ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არცერთი ადამიანი იცხოვრებს ქუჩაში; ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვნები; სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება; სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა; სადაც არავის შია და არავის სცივა. - სრულად https://goo.gl/KmA6TJ საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური არხი Official Channel of The President of Georgia
Giorgi Margvelashvili-ის სხვა ვიდეოები
ოფიციალური სადილი
ოფიციალური ვახშამი
01:48
პრეზიდენტი ამერიკის სტრატეგიული და საერთაშორისო კვ...
40:58
თბილისის სტრატეგიული დისკუსია - Tbilisi Strategic...
01:00
საქართველოს პრეზიდენტმა ძიუდოს ნაკრები მიიღო
01:40
პროექტის - „არა ოკუპაციას“ პრეზენტაცია კასპში
04:16
პრეზიდენტმა თურქმენეთის ღირსშესანიშნაობები მოინახუ...
04:37
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტა...
მსგავსი ვიდეოები
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში - რა კითხვები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ღამის კომენტარი — 6 თებერვალი, ნაწილი I
პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება პარლა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster