საპრეზიდენტო პროგრამა „ვისწავლოთ ქართული“

14.03.2018 06:51

გიორგი მარგველაშვილი - ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისათვის ყველა სწორი და ჯანმრთელი წამოწყების მხარდამჭერი ვარ და ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბოლნისში ეთნიკური უმცირესობების საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეებს შეხვდა. პროექტი "ვისწავლოთ ქართული" საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქვემო ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, თბილისში თსუ პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრანტები და დოქტორანტები სახელმწიფო ენასა და კონსტიტუციის საფუძვლებს ინტეგრირებული სწავლების მეთოდით ასწავლიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. https://goo.gl/NhETsA საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური არხი Official Channel of The President of Georgia

გაზიარება: