კარბონარა | შეფი ლუკა ნაჭყებია

03/01/2021
Taste Corporation-ის მიერ

🍝 კარბონარა არის პასტა, რომლის მომზადებას სწორად შერჩეული ინგრედიენტების გარდა, მომზადების ტექნიკაც სჭირდება.
👋 ეს იმას სრულებით არ ნიშნავს, რომ კარგი კარბონარა მხოლოდ შეფების საქმეა.
🙋 ლუკა მთელი ენთუზიაზმითა და ღიღინ-ღიღინით გაგიზიარებთ მომზადების წესებს და კერძის შექმნის ისტორიასაც მოგიყვებათ. 👇

გამოგვყევით:
facebook:   / chef.cave​​​  
instagram:   / chef.cave​​​  

---------------------------------------------------------------

პასტა კარბონარა ( 3 პორცია)

ინგრედიენტები:


• კვერცხის გული - 3-4 საშუალო კვერცხი
• გრანას ტიპის ყველი (სასურველია პეკორინო რომანო) - 30-40გ
• კარაქი - 15-20გ (სოუსისთვის)
• კარაქი - 25გ (ტაფაში ემულგირებისთვის) (არ გჭირდებათ თუ გაუნჩალე გაქვთ)
• გუანჩალე ან პანჩეტა - 120-140გ
• შავი პილპილი, ახალდაფქვილი - 1 სრული ჩაის კოვზი (მეტიც შეგიძლია, თუ გამბედავი ხარ
• წყალი - 2 სუფრის კოვზი (30მლ)
• პასტა მაფალდინე, ფეტუჩინი, ტალიატელე, ან ნებისმიერი განიერი - 300გ (რეალურად რაც გაგიხარდებათ).


მომზადების წესი:

თუკი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი უკვე მოიმარაგე, მოდი, საქმეს შევუდგეთ.
• კვერცხის გულები აურიე 2 სუფრის კოვზ წყალში, მოაყარე პილპილი, ჩააგდე შიგნით კარაქი და გადადე გვერდზე.
• პარალელურად, დაჭერი გუანჩალე ან პანჩეტა, ტაფაში ჩადე და მოთუშე ცხიმის გაშვებამდე. რჩევაა, რომ ძალიან არ გააცხელო, რათა არ გამოშრეს, შემდეგ კი, გადადე.
• დიდ ქვაბში აადუღე წყალი, ჭაყარე წყლის მოცულობის 2-3% წყალი და მოხარშე პასტა, 8-10 წუთის განმავლობაში თუ ქარხნულია, ან 4-5 - თუ თქვენი გაკეთებული.
• პასტის მოხარშვის შემდეგ, ტაფაში დაამატე კარაქი და შემდეგ უკვე მოხარშული პასტა. კარგად მოურიე, ცხიმში რომ ამოისვრება, გადმოდგი, მოასხი კვერცხიანი მასა და მოაყარე 1/3 გრანას ყველის.
• ყურადღებით ურიე დაბალ ცეცხლზე, ისე რომ არ აიჭრას. როგორც კი სოუსი შესქელდება, მოაყარე პილპილი, გადმოიტანე თეფშზე და მოაყარე დარჩენილი გრანა.
კვლავინდებურად, ნამდვილი ჩემპიონი ხარ! გაგვიხარდება, თუ ფოტოს გაგვიზიარებ.

Music: audio network

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან