რა მოსდის ადამიანს კოსმოსში? ★ ტოპ ფაქტები ★
► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?... ► ფეისბუქი: https://www.facebook.com/TopFaqtebi ► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/TopFaqtebi ► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi ---------- დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ცვლილებებზე, რომელსაც ადამიანის სხეული კოსმოსში ყოფნისას განიცდის. 5. გულისრევა ორგანიზმზე გრავიტაციის ზემოქმედების გარეშე ადამიანს კოსმოსური ავადმყოფობა, ანუ კოსმოსური ადაპტაციის სინდრომი ეწყება. ასტრონავტი განიცდის თავის ტკივილებს, დისორიენტაციას, გულისრევასა და თავბრუსხვევებს. დისკომფორტი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, რის შემდეგაც ორგანიზმი ცვლილებებს ეჩვევა და ყველაფერი ნორმაში ბრუნდება. სკაფანდრის ჩაცმისას გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატებია აუცილებელი, რადგან დახურულ ჩაფხუტში, უწონადობაში რწყევისას ადვილი შესაძლებელია გაგუდვა. 4. ფრჩხილები ახლახანს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ასტრონავტების დიდი ნაწილი ფრჩხილებს კარგავს. ამ პროცესს ფრჩხილების დელამინაცია ეწოდება. სკაფანდრის ხელთათმანები იმდენად მჭიდროდ ეკვრის სხეულს, რომ ხელებში სისხლის მიმოქცევა ნელდება, რაც საბოლოოდ ფრჩხილების დაკარგავს იწვევს. ზოგიერთი ასტრონავტი ღია კოსმოსში გასვლამდე სპეციალურად იძრობს საკუთარ ფრჩხილებს. 3. მხედველობის დაკარგვა კოსმოსში გატარებული ხანგრძლივი დროის შემდეგ ასტრონავტებს მხედველობა უუარესდებათ. თვალის ბურთების უკანა ნაწილი ბრტყელდება, გუგები დეფორმირდება, ხოლო გრავიტაციის არარსებობის გამო თავში მოხვედრილი დიდი რაოდენობით სისხლი და წნევა მხედველობის ნერვს აწვება, შედეგად მოკლე გაფრენებზე ასტრონავტების 23%-ს, ხოლო ხანგრძლივ ფრენებზე 49%-ს მხედველობის პრობლემა შეექმნა. საბედნიეროდ, ეფექტი დროებითია და დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ყველაფერი ნორმას უბრუნდება. 2. კუნთები და ხერხემალი კოსმოსში ყოფნისას გადაადგილების უპირველესი საშუალება ჰაერში ტივტივია. კუნთების გამოუყენებლობის გამო იწყება კუნთოვანი მასის შემცირება და ატროფია, ძვლები კი მყიფე ხდება. ნაკლები დატვირთვით მუშაობის გამო ზომაში იკლებს ასტრონავტის გულიც. უწონადობის მდგომარეობაში ერთმანეთს სცილდება ხერხემლის მალები, რაც ხერხემლის დაგრძელებას და სიმაღლის მომატებას იწვევს. ასტრონავტები ჩვეული სიმაღლის დაახლოებით 3%-ს იმატებენ, თუმცა ისევე, როგორც სხვა ცვლილებები, ესეც დროებითია და დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ რამდენიმე თვეში სიმაღლეც ნორმას უბრუნდება. 1. ღია კოსმოსი ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით ღია კოსმოსში სკაფანდრის გარეშე მოხვედრისას. დაახლოებით 15 წამში სისხლში არსებული ჟანგბადი გამოილევა. აუცილებელია ამოსუნთქვა და ფილტვების ჰაერისგან დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში გარე წნევის არარსებობის გამო ფილტვები ბუშტებივით გაიბერება და გასკდება, მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, ორგანიზმში არსებული სითხე და წყალი წნევის არარსებობის გამო აორთქლებასა და დუღილს დაიწყებს. გარდაცვალების შემთხვევაში ასტრონავტი უსასრულოდ იტივტივებს კოსმოსში და ბუნებრივად მუმიფიცირდება, რადგან ბაქტერიების არარსებობისა და ტემპერატურის გამო სხეული არ გაიხრწნება. ---------- ჩვენი ფლეილისტები: ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი გეოგრაფია: • გეოგრაფია თამაშები: • თამაშები ისტორია: • ისტორია სპორტი: • სპორტი ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები ცხოველები: • ცხოველები და მცენარეები
ტოპ ფაქტები-ის სხვა ვიდეოები
ყველაზე საინტერესო ფაქტები ძველ ეგვიპტეზე ★ ტოპ ფა...
საინტერესო ფაქტები ჰელოუინის შესახებ ★ ტოპ ფაქტები...
არსებები, რომლებსაც გაგიკვირდებათ, მაგრამ საკვებად...
ყველაზე სასტიკი მკვლელი ბავშვები ★ ტოპ ფაქტები ★
ყველაზე ჭკვიანი ცხოველები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები...
ყველაზე საინტერესო ფაქტები კატებზე ★ ტოპ ფაქტები ★
10 ამოუხსნელი საიდუმლო მსოფლიო ისტორიაში ★ ტოპ ფაქ...
მსგავსი ვიდეოები
როგორ წარმოიშვა სამყარო კვანტური სინგულარობიდან [ეპიზოდი 98]
Cosmoსწავლე
ნაწ #3: პრეზიდენტი გამსახურდია 28 დეკემბერს მოკლეს! ექსკლუზ....
PK TV2
აი ხარბ ადამიანს რა მოსდის!!!!!!!!!!!!!!!!
ნინო გორგოძე
ევროპა საფრთხეშია! იტალიაში სუპერვულკანი კამპი ფლეგრეი ეს-ე...
შემოქმედებითი საზოგადოება საქართველო
აირჩიეთ კარტი - რა დამოკიდებულება აქვს თქვენს მიერ ჩაფიქრებუ...
Tarotberde
აირჩიეთ კარტი - დაშორებული წყვილებისთვის/რა იქნება თქვენს შო...
Tarotberde
აირჩიეთ კარტი - უნდა ენდოთ თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადა...
Tarotberde
აირჩიეთ კარტი - რატომ შეხვდით ამ ადამიანს?
Tarotberde