ნაწ #3: პრეზიდენტი გამსახურდია 28 დეკემბერს მოკლეს! ექსკლუზ. ინტერვიუ გოჩა ბახიასთან (3 ნაწილად)

12/22/2018
PK TV2-ის მიერ

● გვესტუმრეთ: http://pktv.ge
გადაცემა 3 ნაწილად.
ეს გადაცემის მე-3 ნაწილია, დასაწყისი იხ: 1-ლ და მე-2 ნაწილებში
   • ნაწ #1: პრეზიდენტი გამსახურდია 28 დეკ...  
   • ნაწ #2: პრეზიდენტი გამსახურდია 28 დეკ...  .
გადაცემა ტელეკომპანია PKTV-ს პირდაპირ ეთერში გავიდა 23.12.2018 წ.
დღევანდელ გადაცემას, რომლის სახელწოდებაა ' პრეზიდენტი გამსახურდია 28 დეკემბერს სენაკის აეროპორტში მარგოლინით მოკლეს!!?' სკანდალური ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას რწმუნებულთან უსაფრთხოების საკითხებში, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრ გოჩა ბახიასთან.
გადაცემაში საუბარია მნიშვნელოვან ფაქტებსა და მოვლენებზე, მხილებულია დამნაშავე პირები და დანაშაულებრივი ფაქტები ერისა და ქვეყნის წინაშე.
გადაცემა 3 ნაწილად ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის საავტორო რუბრიკაში 'საზოგადოება და სამართალი', - უძღვება ანალიტიკოსი , ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, კონსტანტინე ფორჩხიძე.
პროდუსერი: ქეთი სესიაშვილი
ოპერატორი ზაქარია როჭიკაშვილი
ეს გადაცემაში საკმაოდ აქტუალურია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ უკვე სერიოზულად დადგა პრეზიდენტ გამსახურდიას საქმის აუცილებელ გამოძიებასა და მასთან ერთად, 1990-იანი წლების პუტჩიდან - სამხედრო კრიმინალური გადატრიალებიდან დღემდე საქართველოში მიმდინარე დანაშაულებებრივი ქმედებების გამოძიება.
ტელეკომპანია PKTV-მა უამრავი გადაცემა ჩაწერა თავის საავტორო რუბრიკებში: \"ფეხზე ადექით, სასამართლო მოდის, საქართველოში ნიურნბერგის პროცესი იწყება ! - ჟურნალისტური გამოძიების საათში\", ასევე \"ქორონიკონი\", \"რეალური ანალიზი\", \"გვისმენთ, ხელისუფლებავ?!\", \"ტელებესტსელერი\", \"გუშინ, დღეს, ხვალ - გაყალბებული ისტორიის საპირისპიროდ!\" და ა. შ. შევხვდით ხალხს , თვითმხილველებს 90-იანებისა, პრეზიდენტ გამსახურდიას მომხრეებსა თუ ოპოზიციაში მყოფთ... რაც ჩვენ მათგან გავიგეთ... მართლა ხომ არ ბნელა?
ჩვენ ვქმნით ჟურნალისტურად ობიექტურ , საქართველოს უახლეს ისტორიას. სიმართლის გზა გზა ეკლიანია, მაგრამ მართალი... ჩვენი რესპონდენტების ინფორმაციებიდან გამომდინარე, ლოგიკურად მოვითხოვთ შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და მასთან ერთად, 1990-იანი წლების საქმის ხელახალ გამოძიებას, ასევე, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას სს საქმის დაუყოვნებლივ გადაკვალიფიცირებას და თვითმკვლელობიდან სასტიკ ვითარებაში განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციის მინიჭებას. შედეგად: პრეზიდენტის მკვლელებისა და ყველა დამნაშავის (აწ. გარდაცვლილების გასამართლებაც) დასჯას, გარდაცვლილთა სახელი კი ისტორიაში შევიდეს, როგორც მკვლელებისა და მოღალატეების! ხოლო იმათ კი, ვინც ისტორიას აყალბებდა, ვინც სისხლიან კრიმინალურ გადატრიალებებს აფინანსებდა, ვინც ნარკოტიკებითა და იარაღით ამარაგებდა ქართველების წინააღმდეგ მომართულ ხალხს - გასამართლდნენ!!! საქართველოსა და ჩვენი ერისთვის არავის გვარ-სახელსა და თანამდებობრივ მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს. ხოლო იმათ კი, ვინც საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მართლა კეთილი საქმეები აკეთა, მართლა ძეგლი უნდა დავუდგათ...
მაშ ასე, გვიყურეთ და გაიგეთ, თუ რა განაცხადა გოჩა ბახიამ მხოლოდ PKTV -ს ეთერში,

გვიყურეთ ჩვენ (silktv251-ე არხი; მაგთიკომზე (კავკასუსზე)-049-ე არხი; , myvideo.ge, youtube.com, tvbox; PKTV.GE) არ მოგატყუებთ! სულ მალე ჩვენი ტელევიზია კიდევ სხვა პროვაიდერებით გაიშვება,

ასე რომ, გვიყურეთ ჩვენ! დაგვიკავშირდით: (032) 2 18 25 19; (+995) 574 60 34 43; 592 777 311 (ცხელი ხაზი),

FB: PKTV, keti sesiashvili, ქეთი სესიაშვილის ჟურნალისტური გამოძიების სამსახური; ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის. ასევე ელ-ფოსტაზე: [email protected]

● შემოგვიერთდით:   / pktv.ge  

● © PK TV მაუწყებლობა და მედია ᴴᴰ ● #PKTV

ვიდეოები „PK TV2"-ისგან