ახალგაზრდები ბოტანიკურ ბაღში

07/11/2020
Radio Atinati-ის მიერ

ბოტანიკური ბაღის ყოველდღიურ სტუმრებს შორის არიან ყურსასმენებიანი, მორბენალი გოგო - ბიჭები.

,,არც მბეზრდება აქ მოსვლა, ძალიან კარგი გარემოა, სავარჯიშოდაც გამოვდივართ ხოლმე მეგობრები, როცა შეკრება გვინდა, აქ მოვდივართ, ბოტანიკურში’’, - აღნიშნა გიორგი წურწუმიამ.

,,საღამოს საათებში შემოვდივართ უფრო ბოტანიკურ ბაღში, იმიტომ რომ ერთგვარი განტვირთვაა, სუფთა ჰაერია, ვისვენებთ, ზუგდიდში განებივრებული არ ვართ სხვა რაღააცეებით, ასე ვთქვათ’’, - გვიყვება ანი გეთია.

უკვე 6 წელია თეა ლოგუა ბოტანიკურ ბაღში ვარჯიშობს და როგორც ამბობს, ასე ინარჩუნებს ჯანმრთელობას.

,,ყოველდღე სავარჯიშოდ შემოვდივარ ბოტანიკურ ბაღში, შვიდიდან ცხრა საათამდე აქ ვარ, 6 კილომეტრს დავდივარ, ჩემთან ერთადაც ვარჯიშობენ გოგოები და ძალიან კარგად ვგრძნობთ თავს’’, - ამბობს შუა ხნის ქალი.

ბაღში მეგობრებთან შეხვედრა და გასეირენაბ, სახლთან სიახლოვის გამო, მოსახერხებელია ირაკლი თაკალანძესთვის.

,,ძალიან დიდ დროს ვატარებ ბოტანიკურ ბაღში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქალაქში ბევრი გასართობი ადგილი არ არის, შესაბამისად, გვიწევს დავჯერდეთ იმას, რაც გაგვაჩნია, თითქმის ყოველ საღამოს აქ ვარ, რადგანაც ჩემს სახლთან ახლოს არის და მეგობრებთან ერთად ვცდილობ კარგი დრო გავატარო’’, - გვიყვება ირაკლი.

ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოტანიკურ ბაღს ყოველ დღე 2000 - მდე ადამიანი სტუმრობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ვიზიტორებს ბოტანიკურ ბაღში შესვლა, 2020 წლის ბოლომდე, ყოველ დღე, დილის 6 საათიდან 11 საათამდე, უფასოდ შეუძლიათ.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად 2019 წლის იანვარში გაიხსნა. ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია \"ჯავა\" ახორციელებდა, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

რადიო \"ათინათი\"
Website:http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter:https://twitter.com/Atinati1059
https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან