ზუგდიდის ბოტანიკურში ღია ბიბლიოთეკა გაიხსნა
საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობების გაერთიანების ორგანიზებით ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ღია ბიბლიოთეკა მოეწყო. იდეის ავტორის, სალომე გუგუშვილის განმარტებით ერთი თვის განმავლობაში აქ მოსულ ადამიანებს წიგნების გამოწერა და ადგილზე კითხვა შეეძლებათ. გარდა ამისა, დაგეგმილია სხვა აქტივობები, მათ შორის ყოველ შაბათს ფილმის ჩვენება. "პროექტის იდეა გაჩნდა პოსტ-პანდემიის პერიოდში. მე თვითონ წავაწყდი წინააღმდეგობას, წიგნები მჭირდებოდა და ვერ ვიწერდი. მივმართე მერიას დაფინანსებისთვის, რადგან ეს იყო ინოვაციური პროექტი, ფაქტობრივად, საჯარო სივრცე გადმოვიდა ისევ საჯარო, ოღონდ ღია სივრცეში. ვთვლი, რომ დიდი სიმდიდრე გვაქვს ბოტანიკური ბაღის სახით და ეს გამოსაყენებელია. პროექტი აძლევს თავისუფლებას და განვითარების შესაძლებლობას ახალგაზრდებს, რადგან აქ მოსული ადამიანი აიღებს, წაიკითხავს წიგნს, უყურებს ფილმებს, მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში, რომელსაც დაგეგმავენ ის ორგანიზაციები, ვინც აქტიურად ზრუნავს მოქალაქეთა ჩართულობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ვთვლით, რომ სასიამოვნო და საინტერესო ერთი თვე ელოდება ჩვენს თანაქალაქელებსაც და სტუმრებსაც, რადგან გვაქვს ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკაც, რითაც ვამაყობთ", - გვითხრა სალომე გუგუშვილმა. ბოტანიკურის ტერიტორიაზე წიგნების წაკითხვის მსურველებს თან პირადობის მოწმობა უნდა ჰქონდეთ. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღია ბიბლიოთეკის მკითხველებს წიგნის შერჩევაში მოხალისეთა ჯგუფი დაეხმარებათ. პატარა მკითხველებისთვის საბავშვო კუთხე მოეწყობა, სადაც მათ წიგნების კითხვასთან ერთად, ხატვაც შეეძლებათ. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში ღია პირველობა ჩატარდა...
odishitv
ზუგდიდის თეატრის პრემიერა ბოტანიკურ ბაღში გაიმართა
Radio Atinati
ბათუ აბსავა - რესტორან "მენძელის" მენეჯერი
Radio Atinati
დავით ქირია - კიკბოქსიორი
Radio Atinati
ზუგდიდის თეატრი მაყურებლის მოლოდინში - შეხვედრა ერთწლიანი პა...
Radio Atinati
ახალგაზრდები ბოტანიკურ ბაღში
Radio Atinati
შემთხვევა ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს ევროპელი სპე...
Radio Atinati