ურთიერთობის პერსპექტივები - ფოტოგამოფენა ზუგდიდში
ასოციაცია "ათინათის" ორგანიზებით ზუგდიდში ფოტოგამოფენა მოეწყო. ბოტანიკური ბაღის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ პროექტის "ურთიერთობის პერსპექტივები" ფარგლებში მოქალაქე ჟურნალისტების მიერ ზუგდიდსა და სოხუმში გადაღებული ფოტოები ენახათ. "ათინათის" გამგეობის თავმჯდომარის რუსუდან ყალიჩავას ინფორმაციით, პროექტში ჩართულმა ახალგაზრდებმა 6 თვის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე მოამზადეს როგორც ფოტო, ისე ვიდეო რეპორტაჟები. "ჩვენი პროექტის მიზანი იყო ნდობის გაღრმავება აფხაზებსა და ქართველებს შორის. მოხარულები ვართ, რომ პროექტში ჩართულები იყვნენ სოხუმელი და ზუგდიდელი ახალგაზრდები, რომლებიც დაეუფლნენ ჟურნალისტიკის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს და დღეს სწორედ მათ მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა გაიმართა", - თქვა რუსუდან ყალიჩავამ. პროექტის კოორდინატორი ალენა კემმი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტებს შორის ყოველდღიური გამოცდილების გაზიარება აუცილებლად მოახდენს დადებითი გავლენას მათ შემდგომ თანამშრომლობაზე. "ძალიან კმაყოფილი ვარ პროექტის შედეგებით და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი იყო ამ სახით დიალოგი, განსაკუთრებით წარმატებული იყო თანამშრომლობა სოხუმელ და ზუგდიდელ მოქალაქე ჟურნალისტებს შორის. მათი ყოველდღიური გამოცდილების ერთმანეთს შორის გაცვლა. სწორედ ასე შეიძლება შეიქმნას ნდობა სხვადასხვა თემის ადამიანებს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის მშენებლობისთვის", - აღნიშნა მან. ასოციაცია "ათინათის" პროექტი "ურთიერთობის პერსპექტივები" ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / radioatinati.ge Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinat. .
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
პირადი ურთიერთობის პერსპექტივები უნივერსალური გაშლა ❤️🫶🏻💕...
Nevilis Tarologia
კორეა--საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები...
abkhaziagovge
შეხვედრა ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
BE MUSEUMER ონლაინ კონფერენცია - ბენეფიციარების სესია
BE MUSEUMER
საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
42°პარალელი - „სომეხთა გოლგოთა"
პირველი არხი - 42-ე პარალელი
პრეზიდენტი ტაილანდის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ტაქსის მძღოლებმა ახალი რეგულაციები, ბიძინა ივანიშვილის სახლა...
Maestro Television