"ჩაერთე შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში" - კონფერენციაზუგდიდში

04/18/2017
Radio Atinati-ის მიერ

18 აპრილი მსოფლიო საგანძურის დაცვის დღეა. ამასთან დაკავშირებით, ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: „ჩაერთე შენი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის კვლევაში“. მასში მონაწილეობდნენ, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლის მოსწავლეები. ახალგაზრდებმა 50-ზე მეტი პრეზენტაცია წარმოადგინეს, რომელიც მეგრულ სამზარეულოს, ტრადიციებს, ხელოვნებას და კულტურას მიეძღვნა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსის ბესიკ არახამიას თქმით, ძირითადი ყურადღება მიმართულია არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე და იმ ხარვეზებზე, რაც ამ მიმართულებით ჩვენს კუთხეს გააჩნია.

„მოგეხსენებათ, 2015 წლის მონაცემებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა 31 ობიექტს, სამწუხაროა, რომ ამ სიაში სამეგრელოდან წარდგენილი არცერთი ნიმუში არ არის“,- განაცხადა არახამიამ.

მისივე განმარტებით, დღეს წარმოდგენილ თემებს შორის გამოვლინდება სამი ინდივიდუალური და სამი ჯგუფური საუკეთესო პრეზენტაციის ავტორი. ისინი ფასიან საჩუქრებს მიიღებენ. გარდა ამისა, ყველა მონაწილე საგარეჯოში გაემგზავრება.
ამასთან, არახამიას ინფორმაციით, საუკეთესო ნამუშევრების ავტორებს კულტურის სამინისტროსთან უშუამდგომლებენ, რათა მათ მიერ წარმოდგენილ ობიექტებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან