პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ ახალციხეში
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი ღონისძიებები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ნინოწმინდა - 5 ივლისი, გარდაბანი - 21 სექტემბერი). 7 ივნისს, ახალციხეში სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა - ცნობილი მწერალი გიორგი კეკელიძე და მეცნიერი ლაშა ბაქრაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და ისაუბრეს წლევანდელ საიუბილეო თარიღებზე, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი, ქართული მწერლობა და ხელოვნება 1918-1921. შეხვედრის დროს, ასევე საუბარი იყო კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში მკითხველთან დიალოგიც გაიმართა, მოეწყო სხვადასხვა სახის გამოფენები ადგილობრივი ახალგაზრდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. დღის ბოლოს კი გაიმართა კონცერტი ახალციხის მუსიკოს-შემსრულებლებისა და ჯგუფის “Under 7” მონაწილეობით. ახალციხის სკოლებსა და ბიბლიოთეკას გადაეცა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები. http://mcs.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
რუსთაველის დღეები ახალციხეში „გადაწერე ვეფხისტყაოსანი“
culturegovge culturegovge
„მრავალფეროვანი საქართველოს“ შეხვედრა ახალციხეში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“ - მარნეულში
culturegovge culturegovge
ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალი "რაბათი"
culturegovge culturegovge
გადაწერე ვეფხისტყაოსანი - ახალციხე / ვარძია
culturegovge culturegovge
პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“
culturegovge culturegovge
პროექტი "მრავალფეროვანი საქართველო"
alexandre grigalashvili
პროექტი "მრავალფეროვანი საქართველო"
alexandre grigalashvili